x
მეტი
  • 22.08.2019
  • სტატია:93765
  • ვიდეო:342195
  • სურათი:455992
სასუქი, რომელიც მცენარეების ზრდას აჩქარებს და უსაფრთხო შესაწამლი ხსნარი ღია გრუნტის მცენარეებისთვის

ყველამ, ვისაც სახლში მცენარეები, ან თუნდაც ერთი მცენარე აქვს, იცის, რომ ადრე, თუ გვიან, დგება მომენტი, როდესაც ის ზრდას და ყვავილობას წყვეტს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმის დადგენაა საჭირო, აქვს თუ არა მას პრობლემა (პარაზიტები, დაავადება) და თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ის საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის ან გარემო პირობებია მისთვის არახელსაყრელი.


image


არახელსაყრელ პირობებში, პირველ რიგში, – გამათბობლებით გამომშრალი ჰაერი იგულისხმება ზამთარში და მაღალი ტემპერატურა – ზაფხულში (კონდენციონერის ჩართვის შემთხვევაში, შეიძლება მცენარე გაცივდეს და დაიღუპოს). ასეთ პირობებში, მცენარემ კომფორტულად რომ იგრძნოს თავი, შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგიანი (იგივე «პერეკისი») წყალი მიასხუროთ. წყლის პროცედურები მის ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს და ჟანგბადითაც მოამარაგებს. ჟამგბადი კი, მცენარისთვის, ისევე აუცილებელია, როგორც ჩვენთვის.

ამიტომ, მცენარე აუცილებლად კარგად იგრძნობს თავს, მის ირგვლივ, ჟანგმადით გამდიდრებული წყლით, ჰაერის დატენიანების და მორწყვის შემდეგ. მაგრამ, ხსნარის მომზადებისას, პროპორციების დაცვა აუცილებელია:

image1 . წყალში ჩაასხით 2 სუფრის კოვზი, 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი > მოურიეთ კოვზით > გადაასხით პულვილიზატორში.


გამოყენების წესი:


imageმიღებული ხსნარის მცენარეზე მისხურება ყოველდღე შეიძლება. ხოლო, მორწყვა – მხოლოდ, კვირაში ერთხელ. ასეთ რეჟიმში მცენარე სწრაფადაც გაიზრდება და ყვავილებითაც გაგახარებთ.

კვირაში ერთხელ, ამ ხსნარით, ბაღის და აივნის მცენარეების მორწყვაც შეიძლება.

ახლა კი, იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს წყალბადის ზეჟანგი: ისევე, როგორც წყალი (H2O), ეს ნივთიერება ჟანგბადის და წყბადისგან შედგება, მაგრამ მის მოლეკულას ერთი დამატებითი ჟანგბადის ატომიც აქვს. H2O2 არასტაბილური მოლეკულაა და როგორც კი ნიადაგში ხვდება, ის მაშინვე კარგავს ჟანგბადის 1 ატომს. თავისუფალი ჟანგბადი გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ნიადაგში არსებულ მავნებლებს და სოკოებს. გარდა ამისა, ის ნიადაგში აერატორის ფუნქციასაც ასრულებს, აძლიერებს ფესვთა სისტემას და მცენარის ზრდას უწყობს ხელს.

წყალბადის ზეჟანგი მცენარისთვის საჭირო მიკროელემენტებსაც შეიცავს და მისი გამოყენების შემდეგ, ის ახალი ძალებით იწყებს ყვავილობას.



წყალბადის ზეჟანგი, როგორც სასუქი


ჩვეულებრივ, მცენარეები ონკანიდან აღებული ნადგომი წყლით ირწყვება, მაგრამ ყველა მცენარეს და მათ შორის, ოთახის მცენარეებსაც, ძალიან უყვართ წვიმის წყალი. ის მცენარეებს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ესაჭიროება. სწორედ პერეკისის დახმარებით არის შესაძლებელი ონკანის წყლით, წვიმის წყლის ეფექტის მიღება და ამისთვის, როგორც უკვე არვნიშნეთ, 1 ლ. წყალი და 2 ს. კ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი არის საჭირო.

კვირაში ერთხელ ამ ხსნარით მორწყვის შემთხვევაში, თუ მცენარეს მიწას წელიწადში ერთხელ უცვლით, სხვა სასუქის გამოყენება საჭირო აღარ არის.image

გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგი მცენარის ფესვებს ყველანაირი მავნებლებისგან იცავს, რადგან მიწაში გაბნეული თავისუფალი ჟანგბადი ფესვის მკვდარ უჯრედებს «შთანთქავს» და პათოგენურ ბაქტერიებს გამრავლების და გავრცელების საშუალებას არ აძლევს ანუ ფესვებს ლპობისგან იცავს.

წყალბადის ზეჟანგით მომზადებული სასუქი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემადგენლობის მიხედვით, მაქსიმალურად არის დაახლოებული წვიმის წყალთან და 1-2 მორწყვის შემდეგ, დაინახავთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი მცენარე.



წყალბადის ზეჟანგის შესაწამლი ხსნარი


პერეკისის გამოყენებით შესაძლებელია შესაწამლი ხსნარის მომზადება ღია გრუნტის მცენარეებისთვის. ამისთვის, ერთმანეთს უნდა შეურიოთ:

50 მლ. 3% წყალბადის ზეჟანგი

2 ს. კ. სამედიცინო სპირტი

3 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება

900 მლ. წყალი

ხსნარის გამოყენება კვირაში ერთხელ შეიძლება და ის მომზადებისთანავე უნდა გამოიყენოთ (შენახვა არ შეიძლება): ჩაასხით პულვილიზატორში და მიასხურეთ მცენარეს მიწის ზედა ნაწილზე. ხოლო ძირში, ისევე როგორც ოთახის მცენარეებს, ზემოთ მოცემული რეცეპტით მომზადებული (2 ს.კ. პერეკისი/1ლ. წყალი) ხსნარი დაუსხით.



წყალბადის ზეჟანგი გამოყენება მეყვავილეობაში


image* მცენარის თესლს, დათესვის წინ თუ წყალნადის ზეჟანგიან ხსნარში დაალბობთ, ის უფრო კარგად გაიზრდება. ისევე, როგორც მცენარეების შემთხვევაში, ხსნარი დეზიმფექციას უკეთებს თესლს და სწრაფად ზრდის სტიმულს აძლევს.

ჩვეულებრივ, თესლს 12 სთ-ით ალბობენ. მაგრამ თუ საქმე მცენარესთან გვაქვს, რომელსაც ზრდასთან დაკავშირებით ბუნებრივი სირთულეები აქვს, მაშინ – 24 სთ-ით ჩალბობა არის საჭირო;

* აღნიშნული სასუქის გამოყენება ასევე კარგია ნერგების და ჩითილების შემთხვევაში;


P.S. წყალბადის ზეჟანგის გარდა, მცენარეებისთვის არანაკლებ სასარგებლო, კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელიც, სავარაოდოდ, ყველა ადამიანის საოჯახო აფთიაქშია.

ყველასთვის ცნობილია, რომ ნიშადურის სპირტს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ქიმიურ წარმოებაში და საერთოდ, ბევრ სხვა სფეროში. მისი საშუალებით, აზრზე მოჰყავთ გონებადაკარგული ადამიანები, წმენდენ ფანჯრებს და სხვადასხვა სახის მოწყობილობები... მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ნიშადურის სპირტით შეიძლება სასუქის მომზადება მცენარეებისთვის. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს სასუქი მხოლოდ საკვები კი არა, მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაც არის.

ისევე როგორც ადამიანებს, ნიშადური მცენარეებს «ამხნევებს» და «აზრზე მოჰყავს».


შენიშვნა: ნიშადურის სპირტი — 10%-იანი ამიაკის ხსნარია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ნიშადურს ეძახიან. ხოლო, ქიმიკოსებისთვის, ის ამონიუმის ჰიდროქსიდია (NH₄OH), რომელშიც აზოტის (N) შემცველობა 82% ტოლია. აზოტს კი, როგორც ცნობილია, ძალიან ადვილად ითვისებენ მცენარეები.


imageამ სასუქის მიღების შემდეგ, მცენარე უფრო სწრადად იზრდება და მისი ფოთლებს ფერი ეცვლება – ბევრად უფრო მუქი და ხასხასა ხდება (ყვავილების მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აზოტის დეფიციტის შემთხვევაში, მცენარეს ფოთლები უყვითლდება და უხმება კიდეც). გარდა ამისა, თუ მცენარეს ყვავილობის პერიოდი აქვს, ამიაკიანი ხსნარის მიწოდებიდან, სულ მალე, კოკრები გამოუვა. ყველა შემთხვევაში, მცენარეს ცვლილებას, სასუქის მიწოდებიდან, 3-4 დღის შემდეგ შეატყობთ. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage

0
834
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0