x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვის

ყველასთვის ცნობილია, რომ ნიშადურის სპირტს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ქიმიურ წარმოებაში და საერთოდ, ბევრ სხვა სფეროში. მისი საშუალებით, აზრზე მოჰყავთ გონებადაკარგული ადამიანები, წმენდენ ფანჯრებს და სხვადასხვა სახის მოწყობილობები... მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ნიშადურის სპირტით შეიძლება სასუქის მომზადება მცენარეებისთვის. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს სასუქი მხოლოდ საკვები კი არა, მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაც არის.


image

ისევე როგორც ადამიანებს, ნიშადური მცენარეებს «ამხნევებს» და «აზრზე მოჰყავს».imageშენიშვნა: ნიშადურის სპირტი — 10%-იანი ამიაკის ხსნარია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ნიშადურს ეძახიან. ხოლო, ქიმიკოსებისთვის, ის ამონიუმის ჰიდროქსიდია (NH₄OH), რომელშიც აზოტის (N) შემცველობა 82% ტოლია. აზოტს კი, როგორც ცნობილია, ძალიან ადვილად ითვისებენ მცენარეები.

imageამ სასუქის მიღების შემდეგ, მცენარე უფრო სწრადად იზრდება და მისი ფოთლებს ფერი ეცვლება – ბევრად უფრო მუქი და ხასხასა ხდება (ყვავილების მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აზოტის დეფიციტის შემთხვევაში, მცენარეს ფოთლები უყვითლდება და უხმება კიდეც). გარდა ამისა, თუ მცენარეს ყვავილობის პერიოდი აქვს, ამიაკიანი ხსნარის მიწოდებიდან, სულ მალე, კოკრები გამოუვა. ყველა შემთხვევაში, მცენარეს ცვლილებას, სასუქის მიწოდებიდან, 3-4 დღის შემდეგ შეატყობთ.

image

სასუქის მომზადების და გამოყენების წესები

image

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რიმ ნიშადურიანი სასუქით მორწვის დროს, საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა. რადგან დიდი რაოდენობით ამიაკის ორთქლმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანზე (და მცენარეზეც), – სასუქის მომზადებისას ღრმად არ ისუნთქოთ, მცენარე დახურულ ოთახში მორწყეთ და მორწყისთანავე, ფანჯარა გააღეთ და ოთახიდან გადით.

სასუქის მოსამზადებლად, 1 ჩ. კ. ნიშადურის სპირტი გახსენით 1 ლ. ოთახის ტემპერატურაზე დაყენებულ, გაფილტრულ ან მდნარ წყალში და მცენარეს ფესვებთან ახლოს ისე დაუსხით, რომ ფოთლებზე არ მიეწუწოს.

ჯანმრთელ მცენარეს სასუქი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა მიაწოდოთ. ხოლო, თუ ფოთლები გაყვითლებული ან დასუსტებული აქვს, კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. როდესაც მას ფერი დაუბრუნდება და მოძლიერდება, მორწყვის სიხშირე შეამცირეთ.

image

რომელ მცენარეებს უყვართ ნიშადურის სასუქი და რომლისთვის კატეგორიულად არ შეიძლება?

image

თითქმის ყველა მცენარეს უყვარს ეს სასუქი. განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი მცენარეებისთვის, როგორიც არის: ნებისმიერი სახის ბოლქვიან მცენარეები, ზაფრანა, ფიკუსი, დეკაბრისტი, აზალია, გერბერა, ორქიდეა, პეტუნია, გეორგინა, კლემატისები, ნასტურია, პიონი, შროშანი, ვარდი, გერანი (ბალბა), ია, იაჟუჟუნა, პრიმულა (იგივე ფურისულა)...

ნიშადურის სპირტი კატეგორიულად არ შეიძლება აროიდების (ლათ. Araceae – ნიუკასებრნი) ოჯახის წარმომადგენლებისთვის (გაერთიანებულია 2 000-ზე მეტი სახეობა). მათ შორის, ყვავილების მოყვარულებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია: დიფენბახია, სპატიფილიუმი, კალა, ფულის ხე, ფილოდენდრონი, ალოკაზია, ანთურიუმი, კალადიუმი, აგლაონემა, მონსტერა, ეპიპრემნუმი, სინგონიუმი.

ნიშადურის სპირტი არის უნივერსალური აზოტის სასუქი და ამის გარდა, ის დეზიმფექციას უკეთებს და აჯანსაღებს ნიადაგს, ებრძვის მცენარის ქინქლები, ხილიხ ბუზს (დროზოფილი), ცხვირგრძელას, ბუგრს და ბოსტანას.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესი იქნება:imageმხოლოდ 1 წვეთი იოდი და ვეღარ იცნობთ საკუთარ მცენარეს

ნატურალური სასუქი და დამატებითი კვება ქოთნის იებისთვის

10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

0
3046
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3046
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0