x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო

image
ოთახის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო ძალიან მარტივია: მცენარე კარგად უნდა გამოკვებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ბევრი და ხასხასა ფოთოლი ექნება და არც ლამაზი ყვავილები. «დიეტა», ანუ საჭირო ნივთიერებების უკმარისობის დიდი ხნით განცდა, მცენარეებისთვის დამღუპველია. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ავადმყოფობით იწყება და იმის გამო, რომ დასუსტებულ მცენარეს მასთან ბრძოლის ძალა არა აქვს, მისი გახმობით მთავრდება. მაგრამ, როგორ უნდა შევურჩიოთ მენიუ მცენარეებს, მათი განსხვავებული გემოვნების გათვალისწინებით?


image
1. პრაქტიკულად ყველა მცენარეს უყვარს შაქარი (მაგ., კაკტუსები “ტკბილეულის" ყველაზე დიდი მოყვარულები არიან). მორწყვის წინ, შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი (თუ ქოთნის დიამეტრი 10 სმ-ია) მოაბნიოთ მიწის ზედაპირზე ან ტკბილი წყალი დაუსხათ (1 ჩაის კოვზი – 1 ჭიქა წყალზე).

image

imageimage2. მცენარეების ლამაზი ყვავილობისთვის, კარგ ეფექტს იძლევა აბუსალათინის ზეთი (1 ჩ. კ. – 1 ლ. წყალზე), თუ მას ყვავილის კოკრების გამოტანის დროს მისცემთ.

image

image

image

3. ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის შეშის ნაცარი (მცენარის გამოკვებისა და ასევე ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის). ნაცრის ხსნარის მოსამზადებლად, 1 სუფრის კოვზ ნაცარს დაასხით 1 ლ. ცხელი წყალი და ასე გააჩერეთ 1 კვირის მანძილზე, ხანდახან მოურიეთ. ასეთი ნაყენით მცენარის მორწყვა – 10 დღეში 1 შეიძლება.

image

imageimage4. მცენარეების მორწყვა ქერქის ნაყენითაც შეიძლება: აიღეთ ბროწეულის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით წყალი, ისე რომ ქერქი დაიფაროს. ასე გააჩერეთ 24 სთ-ს მანძილზე. და მორჩა! “მკვებავი" მცენარეებისთვის მზად არის!

image

image

image

5. მცენარეების იმუნიტეტს საუკეთესოდ ამაღლებს ასპირინის ხსნარი (1 აბი – 1 ლ. წყალზე). ხსნარის მომზადების შემდეგ, ჩაასხით ის პულვილიზატორში და მიასხურეთ მცენარეებს.

image

imageimage6. ალოეს წვენის და წყლის ნაზავი, ოთახის ყველა მცენარეს ერთნაირად უხდება. 1, 5 ლ. წყალს შეურიეთ 1 ჩ. კ. ალოეს წვენი და მორწყეთ მცენარეები.

image

imageimage7. ფიკუსის მორწყვა, თვეში ერთხელ, ტკბილი წყლით შეიძლება (1 ლ. წყალზე – 1 ჩ. კ. შაქარი). გარდა ამისა, მცენარე რომ ლამაზი იყოს და მუდამ პრიალებდეს, მისი ფოთლები რძით უნდა გაწმინდოთ.

image

imageimage8. სოკოს ნაყენი თქვენს მცენარეებს ჯანმრთელობას განუმტკიცებს და სილამაზეს შემტებს. ნაყენის მოსამზადებლას, ნებისმიერი საჭმელი სოკო დაანაწევრეთ და წყალში დაალბეთ, პროპორციებით 1:1 (1ჭ. – 1 ჭ. წყალზე). 1 დღე-ღამის შემდეგ, წყალი გადაწურეთ და ახალი წყალი დაასხით. 24 საათის შემდეგ, სოკოანი წყალი მორწყვისთვის მზად იქნება.

imageimage

image9. იას ვიტამინებიანი კვება მოსწონს: აიღეთ В12 ვიტამინის 1 ამპულა და გახსენით 1 ლ., წინა დღეს აღებულ, წყალში. ასეთი ნაზავით მცენარის გამოკვება თვეში 2-ჯერ შეიძლება.

image

image

image

10. ხახვის ფურცელი მიკროელემენტების სრულ კომპლექტს შეიცავს, რომელიც ყველა მცენარესთვის ერთნაირად სასარგებლოა. 50 გრ. ფურცელს დაასხით 2 ლ. წყალი და ადუღეთ 10 წთ. ნაყენი გააჩერეთ 3 სთ, გადაწურეთ და მცენარეებს შესხურეთ.

შენიშვნა: იმდენი მოამზადეთ, რომ ერთხელ მოიხმაროთ. ნაყენის შენახვა, მისი შემდგომი გამოყენებისთვის, არ შეიძლება.

image

image

0
14536
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
14536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0