x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქოთნის იების სილამაზის 5 საიდუმლო

image

imageია ყველაზე ნაზი და ყველასთვის საყვარელი ყვავილია, ლამაზი პატარა ყვავილებით და ფუმფულა ხავერდოვანი ფოთლებით. არიან ადამიანები, რომლებსაც სახლში, ქოთნის მცენარეებიდან, მხოლოდ ეს ყვავილი აქვთ.

თუ თქვენც იების თაყვანისმცემელთა რიცხვს ეკუთვნით, აუცილებლად უნდა იცოდეთ 5 საიდუმლო, რომელიც ამ მცენარეებზე ზრუნვას გაგიადვილებთ და თქვენს იებს ყოველთვის ლამაზი და ჯანმრთელი იერი ექნება!

imageimage
სასუქი



image

ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება სასუქი და ია – გამონაკლისი არ არის. ფლორისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ იისთვის საუკეთესო სასუქი, შავი ჩაის ნაყენია. მაგრამ, არა მორჩენილი ფოთლები, არამედ ოთახის ტემპერატურაზე გაციებული თხევადი ნაყენი. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამ სასუქის გამოყენება არ შეიძლება. ამ ნაყენით მცენარის მორწყვა მხოლოდ გაზაფხულზე არის რეკომენდირებული. ხოლო წლის სხვა სეზონებზე, საჭიროა სპეციალური, იებისთვის განკუთვნილი სასუქის შეძენა. თუმცა, საფუძვლად* აუცილებლად ჩაის ნაყენი უნდა გამოიყენოთ.image* სულ ერთია სასუქი თხევადი იქნება, თუ მშრალი, ინსტრუქციაში ყოველთვის წერია, რომ სასუქის რაღაც რაოდენობა, გარკვეული რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას. წყლის ნაცვლად, სასუქის მომზადებისას, ჩაის ნაყენი გამოიყენეთ.

imageimage
ქოთნის სწორედ შერჩევა


image

image

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოთანი დიდი არ იყოს. უფრო მეტიც, ის იმდენად პატარა უნდა იყოს, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდეს, თითქოს ყვავილი ძალიან ვიწროდ არის მასში. დიდი ზომის ქოთანში მცენარის დარგვის შემთხვევაში, მას ფესვები და ფოთლები გაეზრდება და შეიძლება, ყვავილი არასდროს გამოიტანოს.

imageimage
ზომიერი მორწყვა


imageმორწყვის დროს, წყალი ფოთლებს არ უნდა მოხვდეს. იმ შემთხვევაში, თუ წყალი ფოთლების ძირში, განშტოებაში მოხვდება, ის ლპობას დაიწყებს. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია მიწაში სადრენაჟო მილის ჩადგმა და მისი საშუალებით, წყლის და სასუქის (სასუქი 10 დღეში ერთხელ) პირდაპირ ფესვებისთვის მიწოდება არის, ან შეგიძლიათ ნიადაგი ქვემოდან დაატენიანოთ – წყალი ქოთანში სადრენაჟო ნახვრეტებით შეუშვათ. ქვემოდან მორწყვის შემთხვევაში, იის ქოთანი 10-15 წუთით წყალში უნდა ჩადგათ.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოდან მორწყვა გირჩევნიათ, იმდენი წყალი უნდა დაასხათ, ვიდრე ქოთნის ძირიდან არ გამოჟონავს. ხოლო იმისთვის, რომ წყალი ფოთლებს არ მოხვდეს, ის ქოთნის კიდესთან უნდა დაასხათ.image

imageimageimage
სადრენაჟე ნახვრეტები


imageიას არ უყვარს მეტისმეტად ტენიანი ნიადაგი და ამიტომ, მის ქოთანს ერთი კი არა, ბევრი ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. ამასთან, ნახვრეტები საკმაოდ დიდი ზომის უნდა იყოს. და არც კერამზიდი დაივიწყოთ. ის საუკეთესო სადრენაჟე საშუალებაა და ქოთნიდან მიწაც არ გამოირეცხება.imageimage
ნიადაგი


ექსპერიმენტებით თავი რომ არ დაიტანჯოთ, უმჯობესია თავიდანვე შეიძინოთ იებისთვის განკუთვნილი სპეციალური გრუნტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იები მეტისმეტად მგრძნობიარენი და პრეტენზიულები არიან ნიადაგისადმი. თუ გამზადებული სუბსტრატი ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ, ქვემოთ მოცემული რეცეპტით:

image

შენიშვნა: რეცეპტში მოცემული ხის ნახშირი, შეგიძლიათ აქტივირებული ნახშირით (აფთიაქში იყიდება) ჩაანაცვლოთ.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageნატურალური სასუქი და დამატებითი კვება ქოთნის იებისთვის
ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ



0
1863
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0