x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ევროპული სახელმწიფო, სადაც განათლების მიღება(ყველა საფეხურზე) უფასოდაა შესაძლებელი
როგორც იცით, 2014 წლიდან გერმანიის უნივერსიტეტებში ყველა სტუდენტისთვის უფასო გახდა ბაკალავრიატი, მათ შორის, უცხოელებისთვის. გერმანიის უნივერსიტეტებში 900 ტიპის ფაკულტეტი და საგნობრივი სწავლება მოქმედებს: ინჟინერიიდან სოციალურ მეცნიერებებამდე.



თუმცა, ახლა არა გერმანიის განათლების სისტემასა და უფასო სწავლებაზე, არამედ მეორე მოწინავე ევროპული სახელმწიფოს, ნორვეგიასა და იქ სწავლის უპირატესობებს შევეხებით.



image



ნორვეგიულ სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, როგორც წესი, საერთაშორისო სტუდენტები სწავლის საფასური არ იხდიან. თუმცა, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნორვეგიაში ცხოვრების ხარჯები უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.




მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიაში უფასოდ სწავლა შესაძლებელია, ეს ყველა უნივერსიტეტს არ ეხება. არსებობს კონკრეტული კატეგორია უნივერსიტეტებისა, სადაც სწავლება სასწავლო საფეხურის ყველა დონეზე უფასოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.


გარდა ამისა, ნორვეგიის უნივერსიტეტების უმრავლესობას აქვს სპეციალური პროგრამა, რომლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ ფინანსური დახმარება გენიშნებათ, რომელიც აგრეთვე საცხოვრებელი ხარჯების დაფარვასაც გულისხმობს.



ნორვეგიის განათლების სისტემა ამერიკულს ჰგავს. მაგალითად, ჯგუფში მცირე რაოდენობის სტუდენტი ირიცხება და თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა არსებობს.



იმ ნორვეგიულ უნივერსიტეტებს შორის, სადაც სწავლა სრულიად უფასოა, ხუთ ყველაზე წარმატებულ მათგანს წარმოგიდგენთ:



image


⦁ Norwegian University of Science and Technology NTNU/ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
⦁ Oslo and Akershus University College of Applied Sciences/ოსლოსა და აკეშუს საუნივერსიტეტო სამეცნიერო კოლეჯი
⦁ University of Nordland – formerly Bodø University College/ ნორდლანდის უნივერსიტეტი
⦁ University of Bergen/ ბერგენის უნივერსიტეტი
⦁ Bergen University College/ ბერგენის საუნივერსიტეტო კოლეჯი



გსურს ნორვეგიაში სწავლა, მაგრამ ამისთვის გჭირდება ფინანსური დახმარება?



image


ის, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური დახმარება და დარჩეთ ნორვეგიაში, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
⦁ თქვენი ამჟამინდელი სამართლებრივი რეზიდენციის ქვეყანა
⦁ თქვენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი
⦁ უკვე მიღებული განათლება
⦁ საგნობრივი სფეროს ძიების არეალი




დეტალური ინფორმაციისა და დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ნორვეგიის საელჩოს საქართველოში(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნორვეგიული საგანმანათლებლო პროგრამების ოფიციალურ წარმომადგენლობას.

image

----------------------------------------------------

სტატიის ავტორი: ©️ ნუგზარ გოგბერაშვილი

0
238
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0