x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოფია როტარუ დაუჯერებლად ბრწყინვალედ გამოიყურება(უახლესი ფოტო)

image

სოფია როტარუ ინგლისში გაფრინდა ოჯახთან ერთად, მომღერლის შვილმა რუსლან ევდოკიმენკომ გამოაქვეყნა დედის ფოტო, სადაც ცნობილი ვარსკვლავი ტელეფონის ჯიხურთან პოზირებს ჯინსებში, თეთრ ბოტასებში და მოდურ ჟაკეტში გამოწყობილი, რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 71 წლის მომღერალი, ტრადიციულად მის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურება და იმასაც ამტკიცებს, რომ სოფია როტარუ ძალზე გემოვნებით იცვამს, სულ ერთია, ეს იქნება ძვირფას კაბაში თუ კლასიკურ კოსტუმში გამოწყობილი.

image

შარშან ზაფხულში სოფია როტარუ უფაში კონცერტის დროცუდად გახდა, რა დროსაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომღერალს ინსულტის ნიშნები აღმოაჩნდა, შემდეგ დადიოდა ჭორები, რომ მომღერალი კიდევ უფრო ცუდადაა, ინსულტის გარდა თითქოსდა გაუმეორდა ტუბერკულიოზი, რომლითაც შორეულ 1982 წელს დაავადდა(სხვათა შორის თბილისში იმკურნალა), კიდევ უფრო ადრე გავრცელდა ჭორი, თითქოს როტარუს მრავლობითი პლასტიკური ოპერაციების გამო მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ბრმავდება.



მოლდავული წარმოშობის უკრაინელი მომღერალი სოფია როტარუ ყველაზე მაღალანაზღაურებად არტისტად ითლება პოსტსაბჭოთა სივრცეში, მისი ბოლო დეკლარილებული შემოსავალი 62 მილიონი დოლარი იყო, სოფია როტარუს 500 მეტი სიმღერა აქვს ჩაწერილი უკრაინულ, რუსულ, მოლდავურ, რუმინულ, სერბულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე.გამოშვებული აქვს 18 ალბომი.აქედან ალბომი "Нежная мелодия"-1985 წ. ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება საბჭოთა მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში. 1 00 000-ზე მეტი.არის უკრაინის გმირი და აქვს აღებული რუსეთის, მოლდავეთის და უკრაინის ყველა სახელმწიფო ჯილდო.




0
164
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0