x
image
ელენე გუმა
"“ჯიგარო” ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე" - ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას პასუხობს
image
ევროვიზიის ნახევარფინალში საქართველოს ვერ მოხვდა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილმა ოთო ნემსაძე გააკრიტიკა.

ერთ-ერთი ვინც კრიტიკული პოსტი დაწერა იყო ნიკა გვარამია, რასაც მომღერალი ფეისბუქით გამოეხმაურა.

image

“არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ. დიახ მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი რომ ეს სირცხვილია


ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას

პროექტების ხარისხებს მიხედე “ჯიგარო” ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე, ჩამორეკე ახლა გადაცემებთან. ნუ მბლოკავ მაინც არ გაგცემ პასუხს შენივე კედელზე” – წერს ოთო ნემსაძე.


ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე გუშინ კონკურსს გამოეთიშა. მან პირველ ნახევარფინალზე იმღერა, თუმცა ფინალში გადასულ ათ კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა.

ნემსაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან თავის მხარდაჭერებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა.


შერჩეული ჟიური კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით შეაფასებს: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება.



ამავე თემაზე:

"ევროვიზიაზე “გავპაზორდით”, პროვინციალური, გულისამრევად ცუდი და ქაჯური ნომრით წარვსდექით"

1
1067
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1067
  
2019, 16 მაისი, 9:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1