x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ევროვიზიაზე “გავპაზორდით” ,პროვინციალური, გულისამრევად ცუდი და ქაჯური ნომრით წარვსდექით"
image
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ევროზიის შედეგს და ქართველი მონაწილის საკონკურსო ნომერს სოციალურ ქსელში აფასებს.


როგორც გვარამია ფეისბუქზე წერს, ერთი ცესკოს თავმჯდომარეა სამარცხვინო ბოძზე გასაკრავი და მეორე ამ საშინელებებს ვინც აგზავნის და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არცხვენს ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო ფორუმზე - ის!


"ამასობაში, ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით”. სრულიად პროვინციალური, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით. თან უკვე მერამდენედ ვაჩვენებთ სრულიად ფარჩაკ სახეს მსოფლიოს. და მერამდენედ ვერ გადავდივართ ფინალში. ამ დროს, გამორჩეული მუსიკის ქვეყანა ვართ, დანამდვილებით. თან ავთენტური, თან ძალიან ევროპული მუსიკის და ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი გონიათ ავთენტურობა.

ერთი ცესკოს თავმჯდომარეა სამარცხვინო ბოძზე გასაკრავი და მეორე ამ საშინელებებს ვინც აგზავნის და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არცხვენს ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო ფორუმზე - ის!"-წერს ნიკა გვარამია.



ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე გუშინ კონკურსს გამოეთიშა. მან პირველ ნახევარფინალზე იმღერა, თუმცა ფინალში გადასულ ათ კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა.

ნემსაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან თავის მხარდაჭერებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა.


შერჩეული ჟიური კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით შეაფასებს: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება.

0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0