x
image
ელენე გუმა
Mediator image
"მთელი დღე საშინელი დაუცველობის მომსწრე ვარ. ადამიანი დაჭრეს,სრულიად უწყინარი"

image
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართავს.


როგორც ჟურნალისტი წერს მთელი დღის განმავლობაში დაუცველობის მომსწრეა, რადგან მისი მეგობრის შვილი, უდანაშაულო ადამიანი დაჭრეს.


მისივე თქმით, პიროვნება რომელმაც ეს ჩაიდინა ფსიქიურად დაავადებულია და პირობით სასჯელს იხდის იგივექმედების ადრე ჩადენის გამო.


"მთელი დღე საშინელი დაუცველობის მომსწრე ვარ. ადამიანი დაჭრეს.სრულიად უწყინარი, არაჩვეულებრივი ადამიანი ვახო სუთიძე-ჩვენი მეგობრის დალი ჩიტალაძის შვილი.დამნაშავე ვახომ ამოიცნო და იდენტიფიცირებულია.მაგრამ 48 საათში მას გაათავისუფლებენ რადგან დაჭრილის ამოცნობის გარდა ჯერჯერობით პოლიციამ სხვა ვერაფერი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.არის ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ფსიქიურად დაავადებულია.ის ახლა პირობით სასჯელს იხდის იგივე ქმედების ადრე ჩადენის გამო(თავს დაესხა სხვა ადამიანს).
ასეთ დროს რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა მოიქცეს კანონმორჩილი მოქალაქე? როოგორ უნდა დავამტკიცოთ რომ დამნაშავე ისაა ვისაც ვახო ადებს ხელს?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გვიპასუხებთ?"- წერს რაზმაძე.


ცნობისთვის, თბილისში, თარხნიშვილის N9-ში საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიიდან მომავალ კაცს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა ბარძაყის არეში.

1
606
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
606
  
9 სექტემბერი, 23:33
ხომ არ უბერავთ?????? გრიგოლიჩმა თქვა გაგებით მოეკიდეთ კრიმინალის ზრდასო, ტყუილად ლაპარაკობს ამხელა ოლიგარქი კაცი?????
0 1 1