x
image
ელენე გუმა
"ახლა ემიგრაციაში ათასჯერ უფრო მეტად ვხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ..."- ნუკი კოშკელიშვილი
image


ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში გათხოვდა, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აღდგომის დღესასწაულსა და ტრადიციებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.


როგორც ნუკი წერს, ემიგრაციაში ათასჯერ უფრო მეტად ხვდება რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ სამს "მამულს, ენას და სარწმუნოებას", ეს ის არის რაც ჩვენს მერე დარჩება და ყველაზე ძალიან გასაფრთხილებელია.



"ქრისტე აღდგა!!!! გილოცავთ, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

იცით მე საკმაოდ თანამედროვე და პროგრესული აზროვნების ვარ და ხშირად ჩემი აზრი განსხვავდება უმრავლესობისგან. თუმცა როცა საკითხი რელიგიას ეხება, ადეკვატურად კოსერვატიული ვარ. რელიგია ჩვენი ქვეყნის და ერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიას პატივი ვცეთ და გავუფრთხილდეთ.



სულ ცოტა ხნის წინ კამათს შევესწარი. ერთი იძახდა, ბავშვს არ მინდა თავზე მოვახვიო ჩემი ფასეულობებიო, გაიზრდება და თავად გადაწყვიტოს ქრისტინია თუ ბუდისტი(თითქოს დავეთანხმე), მერე ვისთანაც კამათობდა მისი არგუმენტი გავიგე და შემრცხვა რომ პირველს კინაღამ დავეთანხმე.


ასე ყველამ თუ მიანდო გადაწყვეტილება მოზარდსო, საერთოდ გაქრება რელიგია, ტრადიცია, ყველაფერი. ბავშვს უნდა თავიდანვე შთაუნერგო სწორი ფასეულობები, სხვა საკითხია მიყვება თუ არა, მაგრამ როგორც მშობელი ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და წესებს. ტყუილად არ არის “მამული, ენა და სარწმუნეობა”.


ახლა ემიგრაციაში ათასჯერ უფრო მეტად ვხვდები რამხელა!!!! მნიშვნელობა აქვს ამ სამს, ეს ის არის რაც ჩვენს მერე დარჩება და ყველაზე ძალიან გასაფრთხილებელია. მხოლოდ კვერცხს და ჭიქა ღვინოს ნუ მივუჭახუნებთ. ერთი წუთი დავუთმოთ ამ დღესასწაულის აღსნას ჩვენი შვილების თვის. სულაც თუ ათეისტები ხართ (რაც ასევე რელიგია), საჭიროა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ აღდგომის შესახებ... "- წერს კოშკელიშვილი.

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0