x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
ბრაზილიელმა წყვილმა 20 წელი გაატარა ტყის გაშენებაში, რის შემდეგაც ათასობით გარეული ცხოველი დაუბრუნდა სახლს

imageყოველ წელს დედამიწა 18 მილიონ აკრ (4000 კვადრატული მეტრი) ტყეს კარგავს, რაც დაახლოებით პანამისხელა ტერიტორიაა. ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გარემოში მარტო ადამიანებზე კი არა, ცხოველებზეც მოქმედებს; ისინი იძულებულები არიან, სახლი დატოვონ და სხვაგან ეძებონ თავშესაფარი. ბევრი საუბარი არაა საჭირო იმაზე, რომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, შევაჩეროთ პლანეტის განადგურება. ბრაზილიელმა წყვილმა, სებასტიაო და ლეილა სალგადოებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს გარემოზე და დაუპირისპირდეს ტყის გაჩეხვას.


სტატიაში გაგაცნობთ, რისი მიღწევა შეძლო წყვილმა 20 წლის განმავლობაში და როგორ გადააქცია უნაყოფო ადგილი ველური ბუნების სამოთხედ.








ეს ყველაფერი მშვიდ ცხოვრებაზე უბრალო ოცნებით დაიწყო.

image

1994 წელს ბრაზილიელი ფოტოჟურნალისტი, სებასტიაო სალგადო, სახლში დაბრუნდა აღმოსავლეთ აფრიკიდან, სადაც ის რუანდას გენოციდის საზარელ კადრებს იღებდა. ტრავმული გამოცდილების შემდეგ, მას სიმშვიდეში, მწვანე ადგილას ცხოვრება სურდა საკუთარ მიწაზე, ბრაზილიაში.


თუმცა, რაც საიმედო ადგილას ნახა, კიდევ უფრო სამწუხარო აღმოჩნდა მისთვის - ერთ დროს ტყით მდიდარი ადგილი უნაყოფო უდაბნოდ გადაქცეულიყო, მდინარეები გამშრალი იყო, ახლომახლო კი ველური ბუნების ვერც ერთ წარმომადგენელს ვერ შენიშნავდით. მიწის მხოლოდ 0.5% იყო დაფარული ხეებით. ამ ყველაფრის შემხედვარეს, სალგადოს გული ძალიან ეტკინა.

imageამ დროს სებასტიაოს მისმა ცოლმა, ლეილამ, თითქმის წარმოუდგენელი რამ შესთავაზა. მას სჯეროდა, რომ თუ ყველაფერს იღონებდნენ, ტყე ძველებურ დიდებულებას დაიბრუნებდა. სებასტიოც, რა თქმა უნდა, დასთანხმდა მეუღლეს და წყვილმა გადაწყვიტა, მთელ მიდამოზე დაერგოთ მცენარეები, რომლებიც ერთ დროს ხარობდნენ აქ. ამის შემდეგ, ადგილმა მართლაც საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა.








წყვილმა მცენარეების დარგვის იდეა სხვებსაც გაუზიარა.

imageსალგადომ პირველი თესლი 1998 წელს დარგო, მაგრამ, აშკარა იყო, მთელი ტყის ასაყვავებლად 2 ადამიანი საკმარისი არ იყო. იმისთვის, რომ 710 ჰექტარზე გადაჭიმული მიდამო აღედგინათ, წყვილმა 24 ადამიანი დაიქირავა, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ სებასტიაოსა და ლეილასთან ერთად, რგავდნენ ნერგებს, ჭრიდნენ ინვაზიურ მცენარეებს და რწყავდნენ ხეებს.


ამავე დროს, სებასტიაომ ენთუზიაზმით სავსე მოხალისეებისა და სპონსორების ძებნა დაიწყო, რომლებიც დაეხმარებოდნენ პროექტის განვითარებაში და დაფინანსებაში. ყურადღების მისაპყრობად წყვილმა გარემოს დაცვის ორგანიზაცია Instituto Terra დააარსა.

imageორგანიზაციის მიზანი ეკოსისტემის აღდგენაა ხეების დარგვით. ის ასევე საგანმანათლებლო კამპანიასაც აწარმოებს სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, ფერმერებისთვის, და სამთავრობო პირებისთვის. პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გასაზრდელად, ორგანიზაცია რჩევებსაც აძლევს ფერმერებს, მაღაროელებსა და ტყის რეგიონში მომუშავე პირებს.

imageმიუხედავად იმისა, რომ ათობით წლის განმავლობაში ადგილი თითქმის გაუდაბნოებული იყო, აქ მაინც აყვავდა ხეები. ერთ დროს უკაცრიელ ადგილას დღეს უკვე ნამდვილი ტყეა გაშენებული.

image1998 წლიდან მოყოლებული წყვილმა 293 ჯიშის 4 მილიონზე მეტი ნერგი დარგო. ადგილს ისევ დაუბრუნდა თავდაპირველი ტროპიკული ტყის დიდებულება.

imageახალი ტყის წყალობით, მთელი ეკოსისტემა აღსდგა. მიდამოს გატყიანებას ტროპიკული მიკროკლიმატის დაბრუნება მოჰყვა, ხშირი ნალექების გამო მდინარის კალაპოტიც წყლით აივსო.

image

ყველას გასაოცრად, ადგილობრივი ფრინველებისა და მწერების გარდა, მიდამოს გარეული ცხოველებიც დაუბრუნდნენ. ეს ახალი ტყის ყველაზე პოზიტიური ასპექტია. რადგანაც ამ ადგილას უკვე საკმარისი საჭმელია და თან, ცხოველები დაცულები არიან, 172 სახეობის ფრინველი, 33 ჯიშის ძუძუმწოვარი და 15 სახეობის ამფიბია დაუბრუნდა სახლს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გადაშენების პირასაა.

imageსალგადოებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე დიდი შედეგიც პატარა ნაბიჯებით მიიღწევა და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია პლანეტის გადარჩენაში ჩვენებური წვლილის შეტანა.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუნებაზე ძლევამოსილი არაფერია დედამიწაზე

image


2. როგორ შეიცვლება მსოფლიო, თუ ყველა ადამიანი ვეგანი გახდებაimage

3. ქალმა 3 წელი გაატარა ძველი ავტობუსის გადაკეთებაში, ახლა კი ის სახლზე უკეთ გამოიყურება

image

0
301
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0