x
image
_K_
ქალმა 3 წელი გაატარა ძველი ავტობუსის გადაკეთებაში, ახლა კი ის სახლზე უკეთ გამოიყურება
image

ჯესი ლიპსკინმა ვერ იპოვა ისეთი ბინა, რომელიც მის გემოვნებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, თავად შეექმნა ოცნების სახლი. მან ნამდვილად უჩვეულო არჩევანი გააკეთა: eBay-ზე იყიდა 1966 წლის ძველი სკოლის ავტობუსი. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჯესის უნდოდა, ეკოლოგიურად ეცხოვრა და არ ყოფილიყო მიჯაჭვული ერთ ადგილზე. მან რამდენიმე წელი გაატარა ავტობუსის გადაკეთებაში, საბოლოო შედეგის ნახვა კი ნამდვილად ღირს, რადგან ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მყუდრო სახლი.


სტატიაში გიზიარებთ ისტორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ოცნების სახლები მარტო ჟურნალების გარეკანზე კი არ არის, მათი შექმნა თავადაც შეგიძლიათ.


image


image


აი, ასე გამოიყურება იგივე მოდელის იგივე პროდუქცია, სწორედ ასეთი ავტობუსი იყიდა ჯესიმ. თუმცა, მისი ავტობუსი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო. ჯესის თქმით, ყველაზე რთული იმ ადამიანების პოვნა იყო, ვინც ისეთ საქმეებში დაეხმარებოდა, რაც თვითონ არ ეხერხებოდა, მაგალითად მეწყალსადენეების, დურგლებისა და ელექტრიკოსების.


image

image


ეს ნამდვილად რთული და უჩვეულო პროცესი იყო. მოძრავი სახლის გადაკეთება ისეთი მარტივი სულაც არ არის, როგორც ჩვეულებრივი ბინის.


image


სივრცის გაზომვა სრულიად უსარგებლო იყო, რადგან ავტობუსის დახრილობა მის პოზიციაზეა დამოკიდებული. ამის ნაცვლად მათ თითოეული კუთხის გაზომვა მოუწიათ, ამიტომაც დასჭირდა პროექტის განხორციელებას ამდენი ხანი.


image

ჯესის 3 წელი დასჭირდა ავტობუსის მთლიანად გასაახლებლად. საბოლოო შედეგი კი ნახვად ნამდვილად ღირს. თვალი შეავლეთ ავტობუსის ინტერიერს!


image

ასეთი საოცარი ხედისთვის, ალბათ, დილით ადრე სიამოვნებით გაიღვიძებდა ნებისმიერი!


image

ავტობუსში არის პატარა სააბაზანო და ტუალეტი. შხაპი დაკავშირებულია წყლის ბაკთან, რომელიც ავტობუსის ძირზეა მიმაგრებული.


image


მყუდრო სამზარეულო


image

image

image

image

image


ცოტაოდენი ადგილი მინი-ბიბლიოთეკისთვისაც დარჩა


image


მოხერხებული კარადა


image


ნათელი მისაღები ოთახი


image


ინტერიერის სასიამოვნო დეტალები


image


image


ეს კი ამ მოძრავი სახლის იღბლიანი მფლობელია. ჯესიმ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ მიეღო ის, რაც უნდოდა - საკუთარი ეკო-სახლი. გარდა ამისა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მას ნებისმიერ დროს შეუძლია - უბრალოდ, საჭესთან უნდა დაჯდეს და მოემზადოს ახალი თავგადასავლებისთვის.


image








ასევე დაგაინტერესებთ:


დაუჯერებელია, მაგრამ ეს ბინა მხოლოდ 22 კვადრატული მეტრია

image

0
5841
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0