x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მაალულიაში ქრისტეს ენაზე, არამეულის ერთერთ კილოზე საუბრობენ

ქრისტიანული სასწაულები სირიის ომში

ჯვარცმული მაალულია

image

დამასკოს ჩრდილოეთით პატარა ქალაქი მაალულია ( 4500 მცხოვრები) 2000 წელია ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. აქ მდებარეობს მოციქულთა სწორის, წმინდა თეკლას ტაძარი. პირველი ქრისტიანი ქალი, წმ. პავლეს მოწაფე. 20 წლისა რწმენისათვის რამდენჯერმე აწამეს, ლომებს მიუდგეს, გველებიან ორმოში ჩააგდეს. თუმცა ყოველ ჯერზე უფალი იფარავდა. ლეგენდის მიხედვით მას მდევარი მისდევდა, როცა მაალულიას კლდეები გადაიხსნა და ქალწულმა თავის შეფარება შესძლო. მას შემდეგ წმინდა თეკლე ამ ადგილას მოღვაწეობდა. იქვეა მისი საფლავიც.

image

მაალულიაში ქრისტეს ენაზე, არამეულის ერთერთ კილოზე საუბრობენ.

2013 წლის 4 სექტემბერს, 4 საათზე.“ ჯებჰათ ან ნუსრას " 1000 მდე მოჯაჰედი მძინარე ქალაქს თავს დაესხა. ჯიჰადისტები 2 დღე არბევდნენ ქალაქს. უამრავი ადამიანი მოკლეს. მესამე დღეს მაალულიელებმა აშშ-ის კონგრესს წერილი მისწერეს :“ ტერორისტები და მკვლელები უტევდნენ ქალაქს, გააპარტახეს სახლები, მონასტრები და ეკლესიები. შეურაწყვეს ხატები და ითხოვდნენ, უარი გვეთქვა რწმენაზე და მიგვეღო ისლამი. ეს დანაშაულებრივი ქმედება, მიმართული ქრისტიანული ქალაქებისა და ზოგადად ქრისტიანების წინააღმდეგ. ერთი დიდი გეგმის მცირე ნაწილია, განდევნონ ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან.

image

სანამ ეს წერილი ადრესატამდე მივიდოდა მაალულიას წმინდა თეკლეს მონასტერში სასწაული მოხდა. ტაძარში შეჭრილმა მოჯაჰედებმა ნაბიჯი ვერ შედგეს.

“ იმ მომენტში მათ პირდაპირ აღმოვჩნდი. უცებ რაღაცნაირი ძალა ვიგრძენი.ეს ძალა მონასტერში ყველგან დატრიალდა. ეს უფლის ძალა იყო. მან შეგვმატა გამბედაობა. სწორედ ამიტომ ვიდექით ტერორისტების პირისპირ, მხოლოდ ერთი იარაღით - რწმენით.

image

მაშინ არც კი გვიფიქრია მონასტრის დატოვებაზე. " წმინდა თეკლას მონასტრის იღუმენია დედა პელაგიას ინტერვიუს ამონარიდი.

მოჯაჰედები დეკემბერში ისევ დაესხნენ თავს წმინდა თეკლას მონასტრს, და გაიტაცეს დედა პელაგია. მონაზვნები და მორჩილები. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს რაც დიდი სახელმწიფოები ჩაერივნენ.

image

მაალულია მთელ მსოფლიოში ცნობილია უძველეს ენაზე მეტყველებით.

კლდე რომელიც შუაზე გაიპო, რათა წმინდა თეკლას გზა გახსნოდა.

მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები

image

0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0