x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რა ნორმებს ადგენდა “სექსუალური ქცევის კოდექსი” საბჭოთა კავშირში - (1924 წლის რედაქციით)
1986 წელს “ტელე-ხიდის ლენინგრად-ბოსტონის” მსვლელობისას საბჭოთა მონაწილემ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მთელმა საბჭოთა კავშირმა აიტაცა:

“სსრკ-ში სექსი არ არის”!

გამონათქვამის აბსურდულობა ნათლად წარმოაჩენს საბჭოთა საზოგადოების ფარისევლურ მორალს. ინტიმური ურთიერთობები სსრკ-ში ტაბუირებულ თემად იყო გამოცხადებული, “კომუნიზმის მშენებლის” უმანკოება კი მითოლოგიზირებული.

სექსი იყო თუ არა საბჭოთა კავშირში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მკითხველისთვის მიგვინდვია .

აი, “სექსუალური ქცევის კოდექსი” კი ნამდვილად არსებობდა 1924 წლის რედაქციით .

image




კოდექსში წარმოდგენილი იყო, თუ რა წესებს უნდა დამორჩილებოდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები.

მაშ ასე:

მუხლი 1: პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.


მუხლი2: აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.


მუხლი 3: სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.


მუხლი 4: სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

image

მუხლი 5: სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.


მუხლი 6: სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება.


მუხლი 7: სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

image

(მონოგამია - ქორწინების ფორმა, რომლის დროსაც მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და ქალს - მხოლოდ ერთი ქმარი; ერთქორწინება. )


მუხლი 8: ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.


მუხლი 9: სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს.


მუხლი 10: სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

image

მუხლი 11: დაუშვებელია ეჭვიანობა.


მუხლი 12: კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.


კოდექსს ასევე თან ახლდა ეგ.წ. დანართიც, რომელიც ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი და გულისხმობდა შემდეგს :

image



“სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესები” :

“გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ.

ბავშვებიც მოამზადეთ – დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით.

თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ.

სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა გაიკეთოთ.

ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო.

ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ”.



0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0