ქალი და მამაკაცი ახალი კვლევის თანახმად, ყოფილ შეყვარებულზე ტირილი დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში 2019, 29 აპრილი, 21:38 საშუალოდ სიცოხლის განმავლობაში ადამიანის ცრემელების რაოდენობაა 16, 5 გალონია, თუმცა ხშირად ვცდილობთ გრძნობების მოთოკვას და თავიდან ვიცილებთ სენტიმენტებს. რას იტყვოდით, თუ გაიგებდით, რომ ემოციებისგან დასაცლელად ტირილის დროს, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწვათ ზედმეტი კალორიები?
ახალი კვლევის თანახმად ეს სავსებით შესაძლებელია და თუ წონაში დაკლება გინდათ, მგონი დროა, გრძნობებს აყვეთ და იტიროთ.
ალბათ, გეეჭვებათ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება... ჩვენ ყველანი მყოფილვართ მსგავს სიტუაციაში: მაგალითად, როცა რაიმეზე ვნერვიულობთ და მომეტებულად ვჭამთ, შემდეგ დღეს აღმოვაჩენთ, რომ საყვარელი ჯინსის შარვალი უკვე აღარ გვეტევა... როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში პირიქით მოხდეს? პასუხი ასეთია: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ საიდანაა კორტიზოლი., კორტიზული სტრესის ჰორმონია და ზუსტად ის განაპირობებს ხშირად ჭარბწონიანობას. კვლევის თანახმად, დღესდღეობით ფიზიკურად არავინ ბრძოლობს სტრესთან და სიბრაზესთან, არამედ თანამედროვე ადამიანი ამჯობინებს იჯდეს და მოითმინოს სიბრაზეცა და სტრესიც. ჩვენი სხეული კი ფიქრობს, რომ გვჭირდება კალორიები ამ ყველაფერთან გასამკლავებლად და ხელახლა ავსებს მის მარაგს ჩვენს სხეულში მიუხედავად იმისა ჩვენ გავხარჯეთ თუ არა. ახალი კვლევით დადგინდა, რომ ცრემლები შეიცავენ ჰორნომებს, რომელიც ამცირებს კორტიზოლის ჰორმონს. ესენია: პროლაქტინი, ლიუენკეფალინი და ადრენოკორტიკოტროპინი, ყველა ეს ჰორმონი გამოიყოფა დიდი სტრესის დროს ასე რომ როცა ჩვენ არ ვცდილობთ ცრემლების შეკავებას, ეს ჰორმონებიც გამოიყოფა და ამით მცირდება კორტიზოლის რაოდენობაც, შედეგად ჩვენი სხეული იღებს სიგნალს, რომ არ გვჭირდება ზედმეტი კალორია სტრესის დასაძლევად. მაგრამ უნდა დავკონკრეტდეთ, ცრემლები უნდა გამოწვეული იყოს ბუნებრივი ემოციებისაგან და არა ხელოვნური. მეცნიერები ასევე მიუთითებენ რომ ბუნებრივი ცრემლების გამოსაყოფად, ტირილის საუკეთესო დროა საღამოს 7-10 საათი. ასე რომ, თუ შეყვარებულს დაშორდით, ეს კარგი მიზეზია ტირილისათვის და ეს წონაში დაკლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ! 386 2-ს მოსწონს
|