x
მეტი
  • 20.06.2019
  • სტატია:91400
  • ვიდეო:340921
  • სურათი:453356
ყველაზე მოკლე წერილი და ლიტერატურული შედევრები

განსაკუთრებული ნიჭია, სულ რამდენიმე სიტყვით ყველაზე მთავარი სათქმელის გადმოცემა:

მაგ., ვიქტორ ჰიუგომ გამომცემელს თავისი რომანი «საბრალონი» გაუგზავნა, ხოლო წერილში, რომელიც ხელნაწერს ერთვოდა, მხოლოს ერთი სიმბოლო იყო:
«?»
პასუხიც არანაკლებ ლაკონური აღმოჩნდა:
«!»


image


ო. ჰენრიმ ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა. მოთხრობას, ტრადიციის მიხედვით, ჰქონდა — კვანძი, კულმინაცია და კვანძის გახსნა: «მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ბენზინის ავზზე დაიხარა, რომ ენახა, თუ რა რაოდენობის ბენზინი იყო დარჩენილი. მიცვალებული 23 წლის იყო».


image


მოკლე მოთხრობის წერაში შეჯიბრი ინგლისშიც ჩატარდა. მაგრამ, კონკურსის პირობის თანახმად, მასში ნახსენები უნდა ყოფილიყო ღმერთი, საიდუმლო და სექსი და პირველი ადგილი ამ მოთხრობის ავტორს მიენიჭა: «ღმერთო, — წამოიძახა დედოფალმა, — ფეხმძიმედ ვარ... და არ ვიცი ვისგან!»


image
მოკლე ავტობიოგრაფიის კონკურსში კი ერთმა მოხუცმა ქალბატონმა გაიმარჯვა, რომელმაც დაწერა: «ადრე გლუვი კანი და ნაოჭებიანი ქვედაბოლო მქონდა, ახლა — პირიქით».


image
მთელს სხეულში საშინელი ტკივილის გამო გავიღვიძე. თვალი გავახილე და ჩემს საწოლთან მედ და დავინახე.

— ბატონო ფუჯიმ, — მითხრა მან, — ძალიან გაგიმართლათ, თქვენ ჰეროსიმას დაბომბვისას გადარჩით, 2 დღის წინ. მაგრამ, ახლა საავადმყოფოში ბრძანდებით და აღარაფერი გემუქრებათ.

დასუსტებისგან ცოცხალ-მკვდარმა, ვიკითხე:

— ახლა სად ვარ?

— ნაგასაკში, — მიპასუხა მან

(ჰეროსიმა 1945 წ. 6 აგვისტოს დაიბომბა, ნაგასაკი – 9-ში. რედ).

ალენ ე. მაიერი «უიღბლობა»


image


რიტას სასტიკი მკვლელობის შემდეგ, კარტერი ფანჯარასთან ზის. არანაირი ტელევიზორი, კითხვა, მიმოწერა. მისი ცხოვრება — ის არის რაც ფარდის მიღმა ჩანს. მას საერთოდ არ ანაღვლებს, ვის მიაქვს საჭმელი, ვინ იხდის კომუნალურებს, ის ოთახიდან არ გადის. მისი ცხოვრება — მორბენალი ფიზკულტურელები, წელიწადის დროთა ცვლა, ქუჩაში მოძრავი ავტომობილები და რიტას მოჩვენებაა.

კარტერი ვერ ხვდება, რომ კედლებზე ქეჩაგადაკრულ პალატაში, ფანჯრები არ არის.

ჯეინ ორვისი «ფანჯარა»


image


ვარსკვლავიანი ღამე.

ყველაზე შესაფერისი დრო.

ვახშამი სანთლის შუქზე.

მყუდრო იტალიური რესტორანი.

პატარა შავი კაბა. მდიდრული თმა, ანთებული თვალები, ვერცხლისებური სიცილი. 2 წელი ერთად. მშვენიერი დრო!

ნამდვილი სიყვარული, საუკეთესო მეგობარი, მეტი არავინ. შამპანური!

ხელის და გულის შეთავაზება. ერთ მუხლზე. ხალხი ყურადღება? ასე იყოს! საოცარი ბრილიანტის ბეჭედი. ალმური შეწითლებულ ლოყებზე და უმშვენიერესი ღიმილი.

როგორ, თუ არა?!

ლარისა კერკლენდი «წინადადება»


image
როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე სახლში გავიქეცი, რომ მეუღლისთვის სამწუხარო ამბავი მეცნობებინა. მაგრამ ის, არ მისმენდა და საერთოდ ვერ მამჩნევდა. მან ჩემს მიღმა გაიხედა და თავისთვის სასმელი დაისხა. ჩართო ტელევიზორი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ის მივიდა და ყურმილი აიღო. დავინახე როგორ შეეჭმუხნა სახე და მწარედ აქვითინდა.

ჩარლზ ენრაიტი «მოჩვენება»


image


როგორც იქნა, მივიწყებულ ადგილზე, ერთ ცალკე მდებარე სოფელში მისი ძებნა დასრულდა. ძველ ქოხში ცეცხლთან სიმართლე იჯდა.

მას არასდროს ჰყავდა ნანახი, მასზე უფრო მოხუცი და მახინჯი ქალი და ჰკითხა:

— თქვენ, სიმართლე ხართ?

სახემოჭმუჭნულმა მოხუცმა ქალმა სიამაყით დაუკრა თავი.

— მითხარით, რა ვაცნობო მსოფლიოს? რა ამბავი გადავცე?

მოხუცმა გაიღიმა და უთხრა:

— უთხარი, რომ ახალგაზრდა და ლამაზი ვარ!

რობერტ ტომპკინსი «სიმართლის ძიებაში»

image
image


შალის პლედი, რომელიც მას, ცოტა ხნის წინ, საქველმოქმედო ფონდში მისცეს, მხრებზე კომფორტულად ჰქონდა შემოხვეული, ხოლო ნაგვის ურნაში დილით ნაპოვნი ფეხსაცმელი საერთოდ არ უჭერდა. ქუჩის ჩირაღდნები ისე სასიამოვნოდ უთბობდნენ მას სულს, ამ ბნელი სიცივის შემდეგ… ხოლო, პარკის სკამის ნაღუნი, მისი შრომისგან გადაღლილ ზურგს, ისე ნაცნობად ეჩვენებოდა...
«მადლობა შენ, ღმერთო — გაიფიქრა მან, — ცხოვრება, უბრალოდ, მშვწნიერია!»

ენდრიუ ე. ჰანტი. «მადლიერება»

imageimageimageimageimageimageimage








2
70
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
70
  
მადლობა, გაიხარე
21 მაისი, 11:23
კარგი იყო
0 1 2