x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
კურიოზი - სკლინტა
imageეხლა მე მოგიყვებით რამდენიმე კურიოზს, რომელიც ჩემს რაიონში მოხდა და რომლის მოქმედ პირებსაც თავად ვიცნობ.


* კომუნისტების დროს, ჩამოსულმა უფროსობამ სოფლის კრება მოაწყო და დაიბარეს გლეხები. ჩამოსული უფროსობა გლეხებს უხსნიან მიწისთვის მოვლა როგორ იქნებოდა უკეთესი.

შუა მაისი იდგა და ბუნებრივია ყველაფერს ჭირდებოდა მორწყვა. კრების ძირითად თემაც სარწყავ საშუალებებს ეხებოდა.

გლეხებმა ჩამოსულებს შესჩივლეს: "მორწყვა რომ უნდა ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ არც წვიმა მოდის და არც სარწყავი მილებია წესრიგში".


ამაზე სხარტად უპასუხა ჩამოსულმა ყოველგვარი დაპირებების გარეშე: "თქვენ გგონიათ მორწყვით მიღებულ სარგებელს აუცილებლად ყწალი სჭირდება? არა ამხანაგებო, ერთი კარგი გათოხვნა ორი კარგი მორწყვის ტოლფასია".

ამის გაგონებაზე უკანა რიგებიდან შაქრო პაპა წამოდგა და კითხვის დასმის ნება ითხოვა: "უფროსო, ორჯერ რომ გავთოხნო ხომ არ ამიტალახდება?"


* მამაჩემის სამსახურში მუშაობს, ერთი, მეტად აბეზარი კაცი, რომელსაც თავის ქების მეტი არაფერი უნდა. უცხოელები საკმაოდ ხშირი სტუმრები არიან და ისიც მუდამ ართობს თავისი ზღაპრული თავგადასავლებით. აზერბაიჯანიც ახლოსაა და ხშირად უწევს გადასვლაც. ამიტომ, ხშირად იმ ამბებს ყვება, რაც აზერბაიჯანელებთან გადახდენია თავს.

ერთხელაც ჩამოსულ იტალიელებს ეტრაბახებოდა: "იცით? მე აზერბაიჯანში რომ გადავდივარ იქაურები ჯანავარას მეძახიან" (ჯანავარ - აზერბაიჯანულად მგელს ნიშნავს)

ქართველებიც, რომელთაც ყელში ჰქონდათ ამოსული მისი ტრაბახი, უსმენდნენ ამ ამბავს და ერთ-ერთმა მაშინვე დაუძახა: "იქ კი გეძახიან ჯანავარას, მაგრამ იმას რატომ არ ამბობ, ჩვენთან სკლინტას რომ გეძახიან?"

4
121
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
121
  
2013, 29 ოქტომბერი, 23:27
ასე მოუხდებოდა ბატონ "სკინტლას". :D:D
2012, 20 ივლისი, 19:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 20 ივლისი, 19:29
საღოოოლ :D :D :D სკლინტა მაგარი იყო :D
0 1 4