x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ ვიყოთ ყველაზე სასურველი? - 5 საიდუმლო, რომელსაც არცერთი ქალი არ გაამხელს

ოცდამეერთე საუკუნე კონკურენციით არის სავსე, დროის სიმცირის გამო კი ბევრი თავის მოვლას დიდ დროს ვერც უთმობს.
სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ფრაზა, რომ კარგ კაცებზე დიდი კონკურენციაა!
ჩვენ კი იძულებული ვართ შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ არავინ გვეტყვის როგორ გავიმარჯვოთ ბრძოლაში.

image

წესი N 1:
ნუ მისცემ თავს უფლებას ვინმეს გაეკიდო.
გახსოვდეს, რომ მსგავსი ქცევა მხოლოდ ძაღლებს ახასიათებთ, ამიტომაც სასურველი მამაკაცის ყურადღების მისაპყრობად ნუ ეცდები მის გარშემო ირბინო და კუდი აქიცინო. ბოლოს და ბოლოს ევოლუციურად მონადირე ისაა და არა შენ.

წესი N 2:
იყავი მშვიდი და პოზიტიური.
ხშირად გვესმის რომ კაცები მუდამ იმაზე წუხან, ქალები "ტვინს ჭამენო". რეალურად ეს პრეტენზია მოდის იქიდან, რომ ქალებს ბევრი უსარგებლო ინფორმაციის გაცემა გვიყვარს, რაც კაცების უნარს - ერთ საკითხზე ფოკუსირდნენ მხოლოდ - საშინელ მდგომარეობაში აგდებს.
ამიტომაც იყავით მშვიდები, ისაუბრეთ კონკრეტულად და რაც მთავარია ბევრი გაიცინეთ.

წესი N 3:
არასოდეს არავის შეედაროთ.
ნუ იტყვით რომ ვიღაცაზე ცუდი თმა გაქვთ ან ვიღაცაზე კარგი ფეხები. პირველ შემთხვევაში კაცი აღმოაჩენს რომ "მართლაც არც თუ ისე კარგი თმა გქონიათ" ან მეორე შემთხვევაში - უბრალოდ შურიანი ხართ.
დააცადეთ თვითონ დაინახოს. დამიჯერეთ, რაც აუცილებელია თვითონ შენიშნავს.


წესი N 4:
ლოგინში გახსნილები იყავით, თუმცა ეცადეთ შენიშვნებისაგან თავი შეიკავოთ.
გაოცდებით, მაგრამ ცხოვრებაში თუკი მამაკაცი არ წყალობს ინიციატივიან ქალებს, ლოგინში ინიციატივა უმეტესობას საშინლად აღაგზნებს.
ცადეთ!

წესი N 5:
თუკი თქვენ არ მოგწონთ თქვენი თავი, სხვაც ვერ იპოვნის საამისო მიზეზებს. ამიტომაც გაანებივრეთ საკუთარი თავი, ისე თითქოს კავალერი ზრუნავდეს თქვენზე.
დამიჯერეთ, აუცილებლად გამოჩნდება მამაკაცი, რომელსაც ენდომება ასეთ "მბრწყინავ" ქალთან ურთიერთობა.


მამაკაცების უმეტესობა ცხადია გარეგნობით ინტერესდება, თუმცა გახსოვდეთ - თუ თქვენი მიზანი ხანგრძლივი ურთიერთობაა მხოლოდ გარენობით ვერ გახვალთ ფონს.
ამიტომაც ეს ოქროს 5 წესი მოიშველიეთ.
წარმატებები!


0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ნარცისკა
ნარცისკა
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0