x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ცვლილება უცხო ენის გამოცდაში და რჩევები ამ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელისგან
2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით. ცვლილებების გათვალისწინებით, ჯგუფის ხელმძღვანელები გამოცდებისთვის მომზადების პრინციპში ცვლილების შეტანას ურჩევენ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ რეპეტიტორ მასწავლებლებს. მაშ ასე:

-

უცხოური ენის გამოცდა

-


ცვლილების არსი: ტესტიდან ამოღებულია ერთერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანიდავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნაშემოწმდება ტესტში არსებულიწერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალურიქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი(დრო 10 წუთით შემცირდა).


-



რუსუდან ტყემალაძე, უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი:

image

„აბიტურიენტებს, ვისაც სურთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ არა უბრალოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე სამეტყველო სიტუაციებში. ამიტომაც ამოვიღეთ ეს დავალება, თუმცა იგივე გრამატიკულ ცოდნას ვამოწმებთ ისეთი შემოქმედებითი დავალებებით, როგორებიცაა წერილი და ესე, ანუ წერითი დავალებები.





„სწავლების ტექნიკა შეიძლება, ოდნავ შეიცვალოს. მომზადების პერიოდში მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ყურადღება უნდა მიაქციოს პრაქტიკული საკითხების ცოდნას, რადგან ესაა ენის ხერხემალი და ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. იმედი მაქვს, უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანენ გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენებაზე.





„ტესტი სირთულით იგივე რჩება, როგორიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იყო, უბრალოდ მივიჩნიეთ, რომ მასწავლებლებისა და აბიტურიენტების ყურადღება უნდა გადაგვეტანა ცოდნის გამოყენებაზე და ბოლო 10-ქულიანი დავალება ამოვიღეთ. ამით ტესტის მოცულობა შემცირდა, საგამოცდო დროს 10 წუთი დააკლდა და შესაძლოა ეს აბიტურიენტებისთვის შეღავათიცაა, რადგან მათ ნაკლები სამუშაო აქვთ“.

-----------------------------------------------------------------------------------------

ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში და რჩევები ამ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელისგან

-----------------------------------------------------------------------------------------




0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0