x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
რომის პაპმა ფრანცისკემ სამხრეთ სუდანის ლიდერებს დაუჩოქა


რომის პაპირომის პაპმა ფრანცისკემ სამხრეთ სუდანის ლიდერებს დაუჩოქა, რათა ეროვნული შერიგება მომხდარიყო ამ ქვეყანაში და სამოქალაქო დაპირისპირება შეწყვეტილიყო. ვატიკანში წმინდა მართას სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი, ოთხი მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ეკლესიების წევრები.

- გთხოვთ როგორც ძმა, შეინარჩუნეთ მშვიდობა. მთელი გულით მოგიწოდებთ. ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. წინ ვიაროთ და პრობლემები გადავჭრათ. ბრძოლა იქნება თქვენ შორის, უთანხმოება, მაგრამ ერთად დარჩით. ხალხის თვალწინ ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და გაერთიანდით. ამ შემთხვევაში თქვენ რიგითი მოქალაქეებიდან გახდებით ერის მამები - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ

ამის შემდეგ, ის მიუახლოვდა აფრიკელ სტუმრებს და, თავის მხრივ, თითოეული მათგანის წინაშე დაიჩოქა.

რია ნოვოსტის განცხადებით, 2018 წლის სექტემბერში ვატიკანში იმყოფებოდნენ სამხრეთ სუდანის პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყანაში სისხლისღვრის დამთავრების შესახებ, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მათ პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარი ხალხის მშვიდობიანი მომავლისათვის.
სამხრეთ სუდანი 2011 წელს ქვეყანას გამოეყო, ხოლო 2 წლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი დინკასა და ნუერის ხალხებს შორის. ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობის ორი მილიონზე მეტი ადამიანი დევნილი გახდა. შეთანხმების ხელმომწერები ორივე ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
მანამდე, Channel 5 იტყობინებოდა, რომ სუდანში ხუთშაბათს, 11 აპრილს, ინფორმაცია მიიღეს შესაძლო გადატრიალებაზე - სატელევიზიო არხებმა და რადიომაუწყებლებმა ქვეყანაში შეწყვიტა მუშაობა და სამაუწყებლო არხების გათიშვა.



0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0