x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებები განხორციელდა – რომელ პროგრამებს მიენიჭა აკრედიტაცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილება განხორციელდა.

ცვლილების მიხედვით, ამჯერად საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრის პროგრამებს.


image


იხილეთ რომელ პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია




შენიშვნა! – სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ირჩევს (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით).

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა – პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.

3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.


--------------------------------------------------------------------------

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0