x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88728
  • ვიდეო:339341
  • სურათი:451165
ემილი როუზი, სტუდენტი გოგონა რომელსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა

imageემილი როუზი, იგივე ანელის მიშელი სტუდენტი გოგონა გახლდათ, რომელსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა.
რეალური ამბავი, რომელიც გახდა საფუძველი ფილმის ''ემილი როუზის ეგზოციზმი''-ს გადაღებისა.
თავდაპირველად ანელისმა უცნაური სიმპტომები მაშინ გამოავლინა 1968 წელს, როდესაც 17 წლის იყო და ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობდა, მას დაეწყო კრუნჩხვები. კვლევების მიხედვით მან თავისი პირველი ეპილეფსიური შეტევა გადაიტანა1969 წელს.
სწორედ ამის შემდეგ უარზბარგის ფსიქიატრიულ კლინიკაში ნევროლოგმა ანელისს დაუსვა გრანდ მოლის ეპილეფსიის დიაგნოზი. ცოტახანში ანელისს დაეწყო ჯოჯოხეთური ჰალუცინაციები ლოცვის დროს, მას ასევე ესმოდა ხმები, რომლებიც ეუბნებოდნენ მას, რომ ის იყო დაწყევლილი. 1973 წელს კვლევებმა “დაადასტურეს”, რომ ანელისს დეპრესია ჰქონდა, რადგან მას ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ანელისის მშობლებმა ის ფსიქიატრიულ კლინიკას მიაბარეს. ანელისის სიმპტომები ნელ-ნელა ემსგავსებოდა შიზოფრენიას და ამიტომაც გადაწყდა, რომ მისთვის ემკურნალათ.

-თავდაპირველად ვინ დაუსვა ანელისს იმის დიაგნოზი, რომ ის შეპყრობილი იყო?

პირველი არაოფიციალური დიაგნოზი დასმული იქნა მოხუცებული ქალის მიერ, რომელიც მას ახლდა ლოცვაზე. მან შეამჩნია, რომ ანელისმა აარიდა თავი იესოს სურათის გვერდით გავლას და ასევე უარი თქვა წმინდა წყლის დალევაზე. ქალმა ასევე განაცხდა, რომ ანელისი ჯოჯოხეთურად საშინლად ყარდა. ადგილობრივმა ეგზორცისტმა დაასკვნა, რომ ანელისი დემონების მიერ იყო შეპყრობილი. ორი უშედეგო თხოვნის შემდეგ, ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა ეპისკოპოსმა.

-რომელმა დემონებმა შეიპყრეს ანელისი?

ანელისი შეპყრობილი იყო რამდენიმე დემონის მიერ: ლუციფერი, იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰიტლერი და ფლეიშმანის – შერცხვენილი ფრანკი მღვდელი XVI საუკუნეში. მასში ასევე შემჩნეული იყო რამდენიმე დაწყევლილი სული, რომლებიც ავლენდნენ საკუთარ თავებს ანელისში.

-კიდევ რა უცნაურს სჩადიოდა ანელისი?

ანელისი ძალიან ბევრ შემაწუხებელ და უცნაურ საქციელებს ჩადიოდა. ის ლოკავდა საკუთარ შარდს იატაკიდან. ანელისი ჭამდა ბუზებს, ობობებს და ნახშირს. მან თავი წააწყვიტა მკვდარ ჩიტს. ერთხელ შეძვრა მაგიდის ქვეშ და ყეფდა ძაღლის მსგავსად ორი დღის განმავლობაში. მისი კივილის ხმა საათობით ისმოდა კედლებს მიღმა. ტანსაცმლის გახდა და იატაკზე დაყრა რეგულარულ ჩვევად იქცა.

-ეგზორციზმებმა გამოიწვიეს მის სხეულზე დაზიანებები?

დიახ. ანელისმა ჩაიტარა ეგზორციზმის 67 რიტუალი 10 თვის განმავლობაში. დროთა განმავლობაში, მას მუხლებზე გაუწყდა მყესები, რადგან ანელისს მუხლებზე დადგომა მოუწია 600-ჯერ. ანელისს უწევდა თაყვანი ეცა ორივე მუხლზე დადგომით. 1976 წლის 30 ივნისს სანამ გარდაიცვლებოდა, ბოლო რიტუალის განმავლობაში ის იყო უკვე ძალიან სუსტად და მუხლებზე დადგომის პროცესში მას ეხმარებოდნენ მისი მშობლები.

-რატომ შეწყვიტა ანელისმა კვება?

ანელისს სჯეროდა, რომ ეს მას სატანისგან დაიცავდა. მისი გარდაცვალების მომენტში ის იწონიდა 30 კილოგრამს. მან უარი თქვა, რომ სიკვდილის წინ ცოდვები მოენანიებინა და ისაუბრა, რომ ის არ აპირებდა ამის გაკეთებას თანამედროვე ეკლესიის ჭირვეული და მოღალატე მღვდლების გამო.

-ტექნიკურად რის გამო გარდაიცვალა ანელისი?

აუტოფსიის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 1976 წლის 1 ივლისს, ანელისის გარდაცვალების მიზეზები იყო მწვავე დეჰიდრაცია და კვების სიმცირე. მისი გარდაცვალების მიზეზი ასევე იყო პნევნომია. ანელისი დაკრძალეს მისი ნახევარდის – მართას გვერდით – სასაფლაოს კიდეზე. ეს ადგილი ჩვეულებრივ გამოყოფილია უკანონო შვილებისთვის და მათთვის ვინც სუიციდი ჩაიდინა.

-რა იყო ანელის მიშელის უკანასკნელი სიტყვები?
სიკვდილის პირას მყოფმა, სუსტმა თქვა მისი უკანასკნელი სიტყვები სანამ მოკვდებოდა, მან უთხრა მის ეგზორცისტებს “ითხოვეთ შენდობა”. დედამისს ანას მან უთხრა “დედა, მე მეშინია”.

თუმცა ანელისი არც სიკვდილის შემდეგ მოასვენეს!
1978 წლის 25 თებერვალს, მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ ანელის მიშელის სხეული კვლავ ამოთხარეს და გადაასვენეს მუხის ახალ კუბოში. ძველი იაფფასიანი კუბო კი გამოყენებული იყო ექსგუმაციის ჩატარების საბაბად. სინამდვილეში მათ მიიღეს წერილი მონაზვნისგან, რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქონდა ხილვა, რომ ანელისის სხეული ჯერ კიდევ უვნებელი იყო. ოფიციალურმა კვლევებმა აჩვენეს სხეულის გაუარესების შესახებ, მაგრამ ექსგუმაციის ფოტოები არასოდეს გამოქვეყნებულა, ხოლო ანელისის მშობლებს აუკრძალეს ექსგუმაციაზე დასწრების უფლება. შორიდან მათ შეუძლიათ დაინახონ მათი სახლის საწოლი ოთახიდან თავიანთი შვილის საფლავი. სახლში ანელის მიშელის დედა ჯერაც ცხოვრობს.

0
596
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0