x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
ოლიმპიადის ისტორია

ოლიმპიადის ისტორია


საუკუნეების განმავლობაში საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მდგარი ზევსის ქანდაკებისთვის ძღვენი მოჰქონდათ. უკვე ძვ.წ. მე-8 საუკუნისთვის ოლიმპია საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა. აქ ძვ.წ. 776 წლიდან ტარდებოდა ოლიმპიადები. პირველი ოლიმპიადა სწორედ ძვ.წ. 776 წელს ჩატარდა. ოლიმპიადები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.


ოლიმპიადის ისტორია


ამ რელიგიური დღესასწაულების ნაწილი იყო ე.წ. ოლიმპიური თამაშები. თამაშებში სპორტის მრავალი სახეობა შედიოდა, მათ შორის სირბილი, ხტომა, ბადროსა და შუბის ტყორცნა, ჭიდაობა, კრივი და ეტლებით რბოლა. ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დროის ადგილობრივი ომებიც კი წყდებოდა და მეტოქე ქალაქები ერთმანეთს ბრძოლის ველის მაგივრად, სპორტულ მოედნებზე ეჯიბრებოდნენ.



ოლიმპიადა


თამაშებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მოქალაქეებს (და რა მონებს) შეეძლოთ. სპორტსმენები თამაშებისთვის ბავშვობიდანვე ემზადებოდნენ. გამარჯვებულ ატლეტებს უფლება ჰქონდათ ღმერთებისთვის ქანდაკება მიეძღვნათ. უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების შემდეგ 3000 ასეთი ქანდაკება იდგა წმინდა ადგილზე, რომელსაც ალტისს უწოდებდნენ. სწორედ იქ, სადაც ზევსისა და მისი ცოლის, ჰერას ტაძრებიც მდებარეობდა. უკანასკნელი ოლიმპიური თამაშები ახ.წ. 393 წელს ჩატარდა და მხოლოდ 1500 წლის შემდეგ განახლდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების სახით.


ოლიმპიადის ისტორია


ოლიმპიურ თამაშებში ბადროს ტყორცნა, სირბილი, ხტომასთან და შუბის ტყორცნასთან ერთად ქმნიდა პენტატლონს - სპორტის სახეობას, რომელსაც უძლიერესი ათლეტი უნდა გამოევლინა. ეს სახეობა ოლიმპიურ თამაშებში ძვ.წ. 708 წელს ჩართეს. ათლეტები ერთმანეთს დედიშობილა ეჯიბრებოდნენ.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

3. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
233
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0