x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91357
  • ვიდეო:340904
  • სურათი:453332
უილიამ ალენი ქართველების შესახებ

უილიამ ალენი ქართველების შესახებ


"ქართველთა ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება - ინდივიდუალისტური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ასევე ეწოდოს ესთეტიკური უპასუხისმგებლობა. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობის და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ.


სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას. ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისთვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია მსგავსად ესპანეთის და ირლანდიისა, გვიჩვენებს, რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე ამათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისთვის ბრძოლის მიზეზს, ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.


უილიამ ალენი ქართველების შესახებ


ქართველთა ამ "ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში" მდგომარეობს მათი ეროვნული ხიბლიც. და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში, ასევე ცალკეულ პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობასა და მოუთოკავობას."


უილიამ ედვარდ დეივიდ ალენი (1901-1973) - ინგლისელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი. "ქართველი ხალხის ისტორია"



ასევე დაგაინტერესებთ:


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
660
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
660
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0