x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მხოლოდ დღეს!! შეგიძლიათ საბედო სიზმარში ნახოთ ♥

image

სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.

„სურბ სარქისის“ ლეგენდა სწორედ აქედან წარმოიშვა და ამბობენ რომ თებერვლის ქარების მიზეზი სწორედ ეს არის.

თუ პარასკევს საღამოს, ტაფაზე გამოაცხობ მარილიან კვერს (2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სავსე ჩაის კოვზი მარილი და ცოტა წყალი), ძილის წინ შეჭამ, ისე, რომ ზედ არაფერი დააყოლო და დაიძინებ, შაბათს გამთენიისას დაგესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც უნდა დაიმახსოვრო. ვინც სიზმარში წყალს დაგალევინებს, ის იქნება შენი ბედი.საწოლის გვერდით დაიდგით ჭიქა წყალი და კვერის ჭამის შემდეგ ხმა არ ამოიღოთ.კვერი დაძინებამდე 1 საათით ადრე უნდა მიირთვათ“.

მეც ცნობისმოყვარეობამ შემაწუხა და უფროსი თაობის ქალბატონებს გამოვკითხე ამ ტრადიციის შესახებ.როგორც აღმოჩნდა მათ უმრავლესობას ნამდვილად უნახავს თავიანთი მომავალი (იმ დროისათვის უცნობი ან ნაცნობი) მეუღლე სიზმარში.ასე რომ, ვფიქრობ ცდად ნამდვილად ღირს.წარმატებები გოგონებო♥


0
708
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თეა დავითაია
თეა დავითაია
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0