x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
განათლების მინისტრმა უფასო ფაკულტეტების გაუქმება დააანონსა

განათლების მინისტრმა უფასო ფაკულტეტების გაუქმება დააანონსა


image

დეპუტატებსა და მინისტრებს შორის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესახებ და ამის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.


„მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ბოლო წლებში ჩრდილოვანი განათლებისთვის, რომლებშიც მშობლები ხარჯავენ ასობით და მილიონობით ლარს, “


მიხეილ ბატიაშვილი რეპეტიტორების ინსტიტუტზეც ამახვილებს ყურადღებას



„არ უნდა იყოს ორიენტირებული იმ გამოცდებზე, რომელიც სკოლებს ბოლო კლასებში, ფაქტობრივად, გვიცარიელებს. მე დავარქმევდი, რომ არის აბსოლუტური კორუფცია, იმიტომ, რომ იმ ჩრდილოვან განათლებას, რაც ჰქვია, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი, მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაშიც გვაქვს, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. ანუ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ბოლო წლებში ჩრდილოვანი განათლებისთვის, რომლებშიც მშობლები ხარჯავენ ასობით, მილიონობით ლარს და როგორც შედეგები გვეუბნება და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევები ამბობს, მათ შორის, NDI-ის კვლევებიც, ამბობს იმას, რომ ეს ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის ხარისხის, ასე ვთქვათ, გაუარესებაზე, “ - განაცხადა მინისტრმა.


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, უფასო ფაკულტეტების გაუქმებას ეხება. მისი თქმით, სამინისტრო და გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალიან მალე უფასო ფაკულტეტები აღარ არსებობდეს. ეს ძალიან დამაზარალებელია, იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სწავლისთვის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.




0
83
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0