x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
მდიდარი ეკლესია და ღარიბი მოვაჭრეები - ანუ ორმაგი სტანდარტი ქართულ ეკლესიაში

image
ჩვენს ქვეყანაში ორმაგი სტანდარტი უცხო არც პოლიტიკაშია, არც მართლმსაჯულებაში და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მოსახლეობის ნაწილი სულის სიმშვიდეს სწორედ ტაძრებში ეძებდა. იმათზე არაფერს ვამბობ, მოდის გამო რომ დადიან უფლის სახლში და წირვის მიმდინარეობის დროსაც კი სამეზობლოში არსებულ საკითხებზე ჭორაობით ირთობენ თავს. იმაზე, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები დიდი ხანია გასცდა ქრისტიანისთვის შესაფერ საქციელს, აღარაფერს ვამბობ. მკითხველის ყურადღება მინდა სხვა საკითხისკენ მივაპყრო. სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ.

გარემოვაჭრე მეზობელი მყავს უბანში, ყოველ დილით უთენია დგება და თელავის ბაზრის მიმდებარედ მიდის, რომ მამასისხლად ნაყიდი პამიდორი თუ ყველი ასევე მამასისხლად გაყიდოს და საღამოს სახლში დაბრუნებულმა ოჯახში 5-დან 10 ლარამდე მოგება მოიტანოს, რომ მეორე დღეს ოჯახი მშიერი არ ჰყავდეს. მისთვის არც დასვენების დღე არსებობს, არც ცუდი ამინდი.

ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ კარგად გავიაზროთ, რატომ დგას ის ხალხი გარეთ, ვინც რამოდენიმე კვირის წინ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყარა მღვდელმსახურმა. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელით სხვა ტაძრებთან მომუშავე გარემოვაჭრეებსაც, რომლებიც ტურისტებს ქართულ ჩურჩხელას თუ სუვენირებს სთავაზობენ, რათა აღებული ფულით ოჯახები არჩინონ. სტატია ორმაგ სტანდარტებზე საუბრით დავიწყე და სამწუხაროა, რომ ამ მავნე სენმა ქართულ ეკლესიაშიც შეაღწია. რადგან სწორედ იმ სუვენირებს, რომლის გაყიდვასაც ხშირ შემთხვევაში გარემოვაჭრეებს ძვირად ღირებულ ავტომობილებზე ამხედრებული მღვდლები უშლიან, ტაძრის შიდა ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში ხუთმაგ ფასად ყიდიან. ამის მარტივ მაგალითად შეიძლება ალავერდის ტაძარი და მის მიმდებარედ არსებული მაწვნის სახლი დავასახელოთ, სადაც ერთი ჩვეულებრივი შოთი პური ორიდან სამ ლარამდე ღირს. 100გრ მაწონი 5ლარი და ერთი ბოთლი საფერავი 40 ლარზე მეტი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გარემოვაჭრეების ნაშრომი ბავშვების და მოხუცების დასაპურებელად აუცილებელი მინიმუმია, ტაძრების შიგნით არსებული მაღაზიების თუ კაფეების შემოსავალი კი საპატრიარქოს საერთო ხაზინაში ან კონკრეტული მღვდლის ძვირად ღირებული ავტომობილის ბაკში მიედინება.

და ბოლოს საქართველოში, საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული რამოდენიმე ათეული ტაძარია, რომელსაც სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება, იმ საპატრიარქოში, რომლის ბიუჯეტიც რამოდენიმე ათეული მილიონი ლარია.

7
386
6-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
386
  
2019, 3 თებერვალი, 22:46
ესეც ერთ - ერთი ნიშანი მეორედ მოსვლისა: ანგარებაში ჩაფლული სამღვდელოება და მშიერი საზოფადოება!
2019, 3 თებერვალი, 15:46
მშიერი ბავშვები როგორ გამოჩნდება დაბურული მინებიდან, შენც იტყვი ხოლმე, რაააა((
2019, 3 თებერვალი, 14:47
ნაკურთხია ეგ შავი ჯიპები. ამოადინეთ ეხლა ყელში. ისე ეს ჩემის მამაოები მე რო მარიგებენ ჭკუას ორი მაისური თუ გააქვს ერთი გაიხადე და უპოვარს მიეციო დავიჯერო რომელ ქვეყანაშიც ეგ ჩემის მამაოები ცხოვრობენ ყველას ააქვს საჭმელ სასმელი და მშიერი ბავშვი არ ჩანს იმ შავი ჯიპებიდან?????
2019, 1 თებერვალი, 14:37
ჯერ სარწმუნოებრივი და ეროვნული ტრაგედია, მერე ფარისევლობა და უღირსობა - ასე თუ შეფასდება თანამედროვე სასულიერო პირთა (უმრავლესობის) ქცევათა ასევე თანამედროვე "კოდექსი". მახსოვს ჩემს ადრეულ ბავშობაში(კომუნისტების "შემოდგომა" როცა დადგა), ჩემთან ოჯახში, სტუმრებთან ერთად, იყო საუბარი ვინმე "იმანო"-ზე, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ფულის შოვნის მიზნით, აირჩია სასულიერო სემინარია, ამ უკანასკნელის ახლო მეგობარი ყვებოდა ამას და ხაზგასმით ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ადვილი და სწრაფი გზა ფულის საშოვნელად გახლდათ სასულიერო პირობა, თანაც კარიერული წინსვლის-და მიხედვით, როგორ "აეწყობოდა", რომელ საფეხურზე რამდენი "მაყუთი" შეუვიდოდა, იმასაც ასურათებდა. მაშინ ჩემი ბავშვური ჭკუით, ერთობ განცვიფრებული ვუსმენდი, მაგრამ 90-იანმა, შემდგომმა და თანამედროვე წლებმა გვაჩვენა ასეთი სასულიერო პირთა ნამდვილი სახეები. მე დღემდე არც ვიცი იმ პიროვნების სახელი, ვისზეც საუბრობდნენ, ალბათ იგი ახლა 60-65 წლის იქნება, ამბის მომყოლის ასაკისა და მათი მეგობრობიდან გამომდინარე, შესაძლოა რომელიმე გავლენიანიო მეუფეც იყოს, თუმცა მსგავსი "შემართებით" აღსაყდრებული მამაო, როგორი სულიერი მოძღვარი იქნება, ესაა საქმე! ცხონებულ ზვიად გამსახურდიას რუის-ურბნისის კრების ხსენება დღემდე "არ ეპატია" ასეთ მამაოთა მიერ, არა და რაგვარ სჭირდება ეს ჩვენს ერს, თორემ თავად ეკლესიას, როგორც უფლის სახლს, "ვერ მოერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანიო" და ვერც მსგავსი მამოები დააკლებენ რასმე - მთავარია სახელმწიფოს და ერს რა ეშველება?!
2019, 31 იანვარი, 9:26
რა თქმა უნდა, ჯორზე ან ცხენზე არ უნდა იყოს სასულიერო პირი ამხედრებული, მაგრამ ,,გასისინებულ,, ჯიპებში მათი ყურება, ნამეტანია(
2019, 30 იანვარი, 21:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 30 იანვარი, 21:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7