x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სწავლა-განათლება ძველ რომში
რომი დაარსებიდან მუდამ იბრძოდა გადარჩენისთვის, გაძლიერებისთვის და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. სწორედ ამის გამო, მათ განათლებისა და ხელოვნების განვითარების საშუალება რამდენიმე ხნის განმავლობაში არ მისცემიათ. მშვიდობიან ვითარებაში კი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყვნენ დაკავებულ


ნი . შედარებისთვის, სრულიად საპირისპირო მდგომარეობა იყო ამ დროს ძველ საბერძნეთში, სადაც ცნობილი გიმნაზიები, სკოლები და აკადემიები არსდებოდა .

თუმცა რომის იმპერია გაძლიერდა და გაფართოვდა ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში. მან დაიპრო კართაგენი, ესპანეთი, საბერძნეთი ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის ქვეყნები... ეს კი ლათინური ენის გავრცელებას და პოპულარიზაციას იწვევს. ის უკვე ბერძნულის კონკურენტი ხდება . რომაული სკოლები იხსნება და მისი ქსელი ფართოვდება მთელი იმპერიის მასშტაბით.image

რომში სწავლა- განათლების მიღება, პირველ რიგში, ოჯახიდან იწყებოდა. სამწუხაროდ გოგონებს არ ჰქონდათ სწავლის უფლება . მხოლოდ ვაჟები პირველ რამოდენიმე წელს ატარებდა დედის მზრუნველობის ქვეშ, რომელიც მას მცირე გაკვეთილებსაც უტარებდა და თან ათამაშებდა. ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, მთელს პასუხისმგებლობას მის აღზრდაზე მამა იღებდა. მისგან სწავლობდა ვაჟი წერა-კითხვას, სირბილს, ცურვას, ფერმაში მუშაობას. სწავლის შემდეგი ეტაპი ნებაყოფლობითი იყო, რადგან რომში განათლება სავალდებულო არ იყო. იმპერიის დაარსების პირველ ეტაპზე სახელმწიფო არ ერეოდა განათლების საკითხებში. ოჯახის უფროსს შეეძლო აეკრძალა, ან ნება დაერთო შვილებისათვის განათლება მიეღოთ.image


პირველი სკოლა გახსნა გათავისუფლებულმა მონამ, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ.აღ. III საუკუნეში.

სადღესასწაულო დღეებში სკოლა იხურებოდა. საზაფხულო არდადეგები საკმაოდ ხანგრძლივი იყო და 4 თვე გრძელდებოდა. ღარიბი ოჯახების შვილები დაწყებითი განათლებით შემოიფარგლებოდნენ. შემდგომ ისინი იძულებულნი იყვნენ, თავიანთ ოჯახებს მატერიალურად დახმარებოდნენ, ამიტომ აღარ ეცალათ სწავლის გასაგრძელებლად. ადრეული ქორწინებები ჩვეული მოვლენა იყო, 12 წელი ლეგალიზებული ასაკი იყო... პრივილეგირებული ოჯახის შვილები კი აგრძელებდნენ ლიტერატურის შესწავლას. ბერძნულ–რომაული განათლების ადრეულ პერიოდში ძირითადად ჰომეროსს, ხოლო მოგვიანებით რომაულ ლიტერატურასაც ასწავლიდნენ, განსაკუთრებით, ვერგილიუსსა და ციცერონს.

მოსწავლეებს ევალებოდათ გარკვეული პასაჟების მხატვრულად წაკითხვა. ისინი იზეპირებდნენ ნაწყვეტებს პოემებიდან, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ეს ხდებოდა საბერძნეთში, სადაც სტუდენტებს შეეძლოთ “ილიადასა’’ და “ოდისეას’’ ზეპირად გადმოცემა. რომაელ სტუდენტებს ასევე ევალებოდათ პოემების პროზაულად გადაკეთება, ესეების დაწერა, უტარდებოდათ შემოქმედებითი კარნახი: მაგალითად, ესოპეს იგავ-არაკს წაუკითხავდნენ მათ ერთჯერ და ავალებდნენ, დაეწერათ შინაარსი. ხშირად მათ უწევდათ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნა. გრამატიკის სწავლებას ძალიან დიდი ადგილი ეთმობოდა ძველ რომში. სავარაუდოდ, ლექსთა თხზვას ასწავლიდნენ ჭკვიან ვაჟებს.

გრამატიკოსთა სკოლის გავლის შემდგომ, ახალგაზრდებს შეეძლოთ სწავლა განეგრძოთ რიტორთა სკოლებში, სადაც 3–4 წელი ეთმობოდა ლიტერატურის გაღრმავებულ შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშს ორატორობაში, მოკლე და შთამბეჭდავი სიტყვების წარმოთქმის გამომუშავებას, ინსცენირებულ საბრალდებო სიტყვებზე ვარჯიშს, ვრცელი საზეიმო სიტყვების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოთქმისათვის საჭირო სქემებისა ან ხერხების შესწავლასა და პოლიტიკური აზროვნების კულტურის გამომუშავებას.

ფილოსოფიის შესასწავლად რომაელები საბერძნეთში მიემგზავრებოდნენ, რადგანაც, სჯეროდათ, რომ სწორედ ათენში იყო შესაძლებელი მისი ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა.

შეფასების გარკვეული სისტემაც იყო დადგენილი - მოწაფეები ერთმანეთს სხვადასხვა საგნის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, გამარჯვებული კი სიგელით ჯილდოვდებოდა - რომში სჯეროდათ რომ აუცილებელი იყო მოსწავლეთა წახალისება, გარეგანი მოტივაცია.

ესოპეს იგავ-არაკს წაუკითხავდნენ მათ ერთჯერ და ავალებდნენ, დაეწერათ შინაარსი. ხშირად მათ უწევდათ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნა. გრამატიკის სწავლებას ძალიან დიდი ადგილი ეთმობოდა ძველ რომში. სავარაუდოდ, ლექსთა თხზვას ასწავლიდნენ ჭკვიან ვაჟებს.

გრამატიკოსთა სკოლის გავლის შემდგომ, ახალგაზრდებს შეეძლოთ სწავლა განეგრძოთ რიტორთა სკოლებში, სადაც 3–4 წელი ეთმობოდა ლიტერატურის გაღრმავებულ შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშს ორატორობაში, მოკლე და 21 შთამბეჭდავი სიტყვების წარმოთქმის გამომუშავებას, ინსცენირებულ დასაცავ, ან საბრალდებო სიტყვებზე ვარჯიშს, ვრცელი საზეიმო სიტყვების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოთქმისათვის საჭირო სქემებისა და ხერხების შესწავლასა და პოლიტიკური აზროვნების კულტურის გამომუშავებას. ფილოსოფიის შესასწავლად რომაელები საბერძნეთში მიემგზავრებოდნენ, რადგანაც, სჯეროდათ, რომ სწორედ ათენში იყო შესაძლებელი ფილოსოფიის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა.

შეფასების გარკვეული სისტემაც იყო დადგენილი - მოწაფეები ერთმანეთს სხვადასხვა საგნის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, გამარჯვებული კი სიგელით ჯილდოვდებოდა - რომში სჯეროდათ რომ აუცილებელი იყო მოსწავლეთა წახალისება, გარეგანი მოტივაცია.

რომში ჰუმანიტარული განათლება იყო პრიორიტეტული, რადგან სახელმწიფოს მიზანი მოსწავლის კარგ ორატორად, პოლიტიკოსად ჩამოყალიბება იყო.image

რომში სკოლისათვის სპეციალური შენობა არ იყო გამოყოფილი. იმ ადგილს, სადაც ტარდებოდა გაკვეთილები ეწოდებოდა pergula, რაც ნიშნავდა გადახურულ შენობას, რომელსაც ცალი მხარე ღია ჰქონდა. მასწავლებელი იჯდა მაღალ სკამზე (cathedra), მისი ასისტენტი – ტაბურეტზე, ხოლო მოსწავლეები გრძელ სკამებზე ისხდნენ. მერხები არ ჰქონდათ და დაფებს მუხლებზე იწყობდნენ. საკლასო ოთხებში ნახავდით ცნობილი ავტორების ბიუსტებს, კედლები კი მორთული იყო დაფებით, რომლებზეც ისტორიული და მითოლოგიური პასაჟები იყო გამოსახული. თანამედროვე კლასის სახეც თითქმის ისეთივე პრინციპით არის შექმნილი და ზოგადად ძველ რომში არსებული საგანმანათლებლო სისტემა ჰგავს კიდეც თანამედროვეს ბევრი ნიუანსით.

0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია არაბიძე
ხატია არაბიძე
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0