განათლება გაატარე წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მწერლებთან ერთად 2019, 29 იანვარი, 17:53 წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება. ღონისძიებას გამომცემლობა „პალიტრა L“ უერთდება და 1 და 2 თებერვალს წიგნის კითხვის საღამოებზე გეპატიჟებათ. 1 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ (ჭავჭავაძის #7) და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიმასპინძლებთ. “წიგნის სახლში ბახტრიონზე“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წაიკითხავთ წიგნებს საჯაროდ, ხოლო „ბიბლუსი გალერეაში“ თქვენთან ერთად ამონარიდებს საყვარელი წიგნებიდან კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები: იაგო თვალაბეიშვილი და შორენა ხუხუა წაიკითხავენ. 2 თებერვალს კი, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) და 17:00 საათზე მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ (ჭავჭავაძის #17ბ), ასევე, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები გიმასპინძლებენ. „ბიბლუსი გალერეაში“ თათული ღვინიანიძე, გვანცა გუბელაძე და ნათია ჯაგოდნიშვილი; მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ _ ელის დოჯსონი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”. 14 1-ს მოსწონს
|