x
image
intermedia.ge
Mediator image
„მარველი“ და მისი სუპერგმირები – ენციკლოპედია, რომელიც მარველის სამყაროს სრულად გაგაცნობთ, ქართულ ენაზე გამოიცა
image


კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა, ფან­ტას­ტი­კუ­რი ოთხე­უ­ლი, ჰალ­კი, რკი­ნის კაცი, ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა, იქს-ადა­მი­ა­ნე­ბი, თორი (ჰა­იმ­და­ლი, ოდი­ნი, ლოკი, ფრი­გა, სიფი და სამი მე­ო­რა­რი) – ეს მარ­ვე­ლის სუ­პერ­გმი­რე­ბი არი­ან. ამ გმი­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ერთ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს, რო­მელ­საც Marvel Universe-ს უწო­დე­ბენ.


Marvel-ის სამ­ყა­რო სავ­სეა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­პერ­სო­ნა­ჟე­ბით, სა­ო­ცა­რი გმი­რე­ბით, და­უნ­დო­ბე­ლი­ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბით, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი­თა და­ჯა­დოქ­რე­ბით. სწო­რედ ეს არის მარ­ვე­ლის სამ­ყა­როს მთა­ვა­რი ხიბ­ლი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გული და­ი­პყრო მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. მარ­ვე­ლის გმი­რე­ბი შე­იყ­ვა­რა ხალ­ხმა და ამ თე­მა­ტი­კის ირ­გვლივ შე­იქ­მნა უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლი, წიგ­ნი, ტან­საც­მე­ლი, სა­მახ­სო­ვო­რო და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თი.


მარ­ვე­ლის გმი­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სულ ახ­ლა­ხან ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცა „მარ­ვე­ლის ენ­ციკ­ლო­პე­დია“, რო­მე­ლიც Marvel Publishing-ს ეკუთ­ვნის და მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L–ია“.



რო­გორც მთარ­გმნე­ლი გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე გან­მარ­ტავს, ეს ენ­ციკ­ლო­პე­დია დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს მარ­ვე­ლის ყვე­ლა პერ­სო­ნაჟს.


„მა­თი­აღ­წე­რა­მო­ი­ცავსფი­ზი­კურ­მა­ხა­სი­ა­თე­ბებ­ლებს, რო­გო­რიქ­ცე­ვი­ან­პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მარ­ვე­ლის­კე­ნე­მა­ტი­კუ­რი­სამ­ყა­როს­რო­მელ­ფილ­მებ­შიჩ­ნდე­ბი­ან­დაა.შ. ამენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში­შე­სუ­ლი­ა­ი­სე­თი­პერ­სო­ნა­ჟე­ბიც, რომ­ლებ­საცმკი­თხვე­ლი­კარ­გა­დიც­ნობსდა­ი­სე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც­შე­იძ­ლე­ბა­მათ­და­ა­ვი­წყდათ. ენ­ციკ­ლო­პე­დია პერ­სო­ნა­ჟებს დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს - ამი­ტომ მკი­თხველ­მა უკვე ნაც­ნობ პერ­სო­ნა­ჟებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი დე­ტა­ლი შე­ი­ტყოს, რაც მათ­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი იყო, “ – გან­მარ­ტავს გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე.


თარ­გმნის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი იყო. პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ლე­ბის თარ­გმნა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა - ერთი მხრივ, მათი სა­ხე­ლე­ბი გა­სა­გე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მკი­თხვე­ლის­თვის და ამავდრო­უ­ლად, უნდა შე­ერ­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ორი­გი­ნა­ლი ენის სტი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი სუ­პერ­გმი­რის სა­ხე­ლი პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს მისი სუ­პერ­ძა­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა. პი­ტერ პარ­კერ­მა სუ­პერ­ძა­ლე­ბი ობო­ბის კბე­ნის შე­დეგ მი­ი­ღო. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ითარ­გმნა რო­გორც "ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა" და არა "სპა­ი­დერ-მენი". გარ­და ამი­სა, არი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბი რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ფოლკ­ლო­რი­დან იღე­ბენ სა­თა­ვეს - გან­სა­კუთ­რე­ბით სკან­დი­ნა­ვი­უ­რი მი­თო­ლო­გი­ი­დან, ამი­ტომ სა­ჭი­რო იყო ამ მი­თო­ლო­გი­ა­ში გარ­კვე­ვა, რამე უზუს­ტო­ბა რომ არ და­ფიქ­სი­რებ­ლი­ყო, “ – და­ა­მა­ტა მან.


მარ­ვე­ლის კო­მიქ­სე­ბის წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა 1939 წელს და­ი­წყო და მისი სა­ხე­ლი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლის­თვის Atlas Comics ერ­ქვა. Marvel-ის შექ­მნი­დან, 1961 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ფან­ტას­ტი­კუ­რი ოთხე­უ­ლის და მრა­ვა­ლი სხვა სუ­პერ­გმი­რის შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან: სტენ ლი, ჯეკ კირ­ბი, სტივ დიტ­კო და სხვე­ბი. Marvel სწო­რედ მა­შინ გახ­და ამე­რი­კა­ში ერთ–ერთი მსხვი­ლი კო­მიქ­სე­ბის კომ­პა­ნია, DC კო­მიქ­სე­ბი­თან ერ­თად.



0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0