x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს

2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს


image



2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, კონკრეტული საგნებისთვის უნივერსიტეტმა შეიძლება სხვადასხვა ბარიერი განსაზღვროს.


„თითოეულ საგანში კონკრეტული პროგრამისთვის ბარიერს უნივერსიტეტი დაადგენს. კონკრეტული საგნებისთვის მან შეიძლება სხვადასხვა ბარიერი განსაზღვროს. თუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პროგრამაზე, მათემატიკაში ძალიან მაღალი ქულა იყოს, მაღალ ბარიერს დავაწესებ, ხოლო თუ რომელიმე საგანი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბარიერს მაქსიმალურს დავწერ. უნივერსიტეტი აღარ იტყვის, რომ აქ სახელმწიფომ შეზღუდა“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.



ცვლილებების მიხედვით, სავალდებულოა მესამე საგნად ისტორიისა ან მათემატიკის ჩაბარება.


იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტს აირჩევს აბიტურიენტი, ის ვალდებული იქნება მესამე საგნად ისტორია ჩააბაროს, ტექნიკური მიმართულების არჩევის შემთხვევაში კი, აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდას ჩააბარებს.



ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება



0
311
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0