x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება

მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება

image

მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება. მე-12 კლასელები კი გამოცდებს არსებული ფორმატით ჩააბარებენ. მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები 2020 წელს გაუქმდება.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.


დაიგეგმა და ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა. შესაბამისად, შეფასების ახალი მოდელი არსებულ გამოწვევებს ეხმიანება.



ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა. სისტემატურად იმართებოდა კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო დონის ექსპერტებიც.



შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების რეფორმის ფარგლებში 10 ძირითადი მიმართულება გამოყო მოდულების სახით, რომელთაც საზოგადოებას პრეზენტაციების სახით აცნობს.



10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება
  • ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ინოვაცია და ტექნოლოგიები
  • უსაფრთხო სკოლები
  • ეროვნული გამოცდები
  • ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში
  • უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი
  • პროფესიული განათლება
  • მეცნიერება
  • განათლების კლასტერები
0
890
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
890
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0