x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90233
  • ვიდეო:340123
  • სურათი:452526
მამაკაცის ეს 10 ფრაზა ამტკიცებს, რომ მას აღარ უყვარხართ - შეამოწმეთ!...

ზოგჯერ, კამათის დროს წყვილები გაბრაზებულ გულზე, ერთმანეთს შეურაცხმყოფელ და გულსატკენ ფრაზებს ეუბნებიან, თუმცა ეს ბუნებრივია და საგანგაშო შემთხვევა არ არის, მაგრამ არსებობს ფრაზები, რომლებიც უსიყვარულობის დროს ქალებს ხშირად ესმით და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან თუ სისტემატური სახე ექნება ამ 10 ფრაზას პარტნიორის მხრიდან, იცოდეთ, რომ მას აღარ უყვარხართ.



image


მამაკაცის ეს 10 ფრაზა ამტკიცებს, რომ მას აღარ უყვარხართ!




☞ ამას ვერასოდეს მიაღწევ! - ამ ფრაზით პარტნიორი ამცირებს თქვენს მოტივაციასა და სურვილს. სინამდვილეში კი თვითონ არის წარუმატებელი.


☞ შენს ადგილას არ დგახარ! - ასე ისეთ ქალს ეუბნებიან, რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში.


☞ უიღბლო ხარ! - დაფიქრდით, რატომ უნდა მოგაყენოთ საყვარელმა ადამიანმა მსგავსი შეურაცხყოფა?


☞ ამა ეძახი მიღწევას?! - მსგავსი ფრაზა, იცოდეთ რომ სიგნალია გამოსაფხიზლებლად. მამაკაცი, რომელიც ასე ფიქრობს თქვენზე, თქვენი არც ერთი მიღწევა და წარმატება არ დააკმაყოფილებს, ვინაიდან უკვე სხვა იპოვა და არ აინტერესებთ.


☞ ჩემ გარდა, ნეტავ ვის სჭირდები?! - კიდევ ერთი შურაცხმყოფელი და დამაფიქრებელი ფრაზა მისი მხრიდან.


☞ ნუ მოსთქვამ! - თქვენი წუხილი და დარდი რაიმეს მიმართ, მისთვის ცარიელი სიტყვებია და მხარდაჭერას არც ელოდოთ.


☞ აბა, გაბედე და მერე შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა! - თითქოს უწყინარი ფრაზა, თუმცა ის რეალურ საფრთხეს მალავს. ის გგმობთ თქვენ და სურს ყველაფერი ისე იყოს, როგორც მისი სურვილია.


☞ გიკრძალავ!!! - სერიოზულ აკრძალვებს როდესაც ეხება საქმე, იცოდეთ, რომ მას არ აქვს უფლება რაღაცები აგიკრძალოთ. თქვენი საქმე თქვენი გადასაწყვეტია, ის კი თქვენ და თქვენს მიზნებს არ სცემს პატივს. (ყველაფერი არ მოიაზრება, ბუნებრივია)


☞ მხოლოდ იმიტომ ვარ შენთან, რომ მეცოდები. - როგორც ჩანს, ის ამით გამოგიტყდათ იმ ერთადერთ გრძნობაში, სიბრალულში, რასაც განიცდის თქვენ მიმართ.


☞ მოდი, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ ცოტა ხნით. - ხშირ შემთხვევაში, მამაკაცის მსგავსი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ამ გზით სურს თქვენთვის თქმა, რომ აღარ უყვარხართ და თქვენთან ერთად ცხოვრება აღარ სურს. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მსგავსი განშორების შემდეგ შესაძლოა ისევ მოუნდეს თქვენთან ყოფნა, თუმცა გაფრთხილებთ, რომ იშვიათად, რადგან ხშირ შემთხვევაში, მას ან უკვე ჰყავს ვიღაც, ან ამ დროში მოძებნის.



image



P.S. ქალბატონებო! გისურვებთ, რომ არასოდეს მოგესმინოთ მსგავსი ფრაზები საყვარელი ადამიან(ებ)ისგან. ❀ ❀ ❀






იხილეთ აგრეთვე:




5 რამ, რომლის არსებობა ამყარებს წყვილების ურთიერთობას - გაითვალისწინეთimage








აღარ დაწვეთ მამაკაცთან, რომელიც საწოლში ამ 6 რაღაცას გაიძულებთ +13image








7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ - შეამოწმეთ!image







დაქორწინებული წყვილების მთავარი პრობლემები - იცით, როგორ მოიქცეთ თქვენ?image


1
650
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
650
  
25 იანვარი, 16:58
ამიტომაც საჭიროა დაქორწინებამდე წყვილმა კარგად გაიცნოს ერთმანეთი.
ინტიმურ კავშირს არც ვგულისხმობ და არც ვეხები ეს ინდივიდუალურია, მაგრამ როცა წყვილმა იცის ერთმანეთის ხასიათზე ყველაფერი მერე გადაწყვეტილების მიღება ადვილია.
ისე კი ჯუჯღუნა კაცი კაცი არაა, თუ ვერ გააკეთა დაეხმარე რას ბუზღუნებ?
0 1 1