x
image
პროფესორი
ქართველი წმინდანი მეფეები-აშოტ კურაპალატი

image

წმინდა მეფე აშოტ დიდი კურაპალატი (813-826)
▪️აშოტ I ბაგრატიონმა ქართლის ერისმთავრად დადგინების დღიდან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი.
▪️ქართლის შემომტკიცების შემდეგ, ბარდავიც ქართლს შემოუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის "სახლად იყო ტფილისი და ბარდავი".



▪️აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებელად გამოაცხადა. ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. "მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა".



აშოტ ბაგრატიონმა შექმნა ვრცელი და ძლიერი სამთავრო, რომელსაც დიდ ანგარიშს უწევდნენ მეზობელი ქვეყნები.
▪️ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ "მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი"..
▪️საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენი აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე "მახვილითა საკურთხეველსა ზედა". "დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს", - წერს სუმბატ დავითის ძე წიგნში "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა".



აშოტ კურაპალატი მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 29 იანვარი (11 თებერვალი) დააწესა.

image

მსგავსი სტატიები:არმაზი- იბერიის უზენაესი ღვთაება

image

ვინ არის ღმერთი?

image

გარეგნულად მშვიდი, თუმცა მოუსვენარი - ღმერთი, რომლისაც სხვა ღმერთებსაც ეშინიათ(მითოლოგია)

image

ისლამის საიდუმლო საზოგადოებები

image


0
42
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0