x
image
პროფესორი
ღვთისმშობლის კვართი

საეკლესიო გადმოცემის თანახმად მარიამი მიძინების წინ კვართი ებრაელი ქალწულისთვის დაუტოვებია და უთხოვია, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვა ქალწულისთვის გადაეცა.მისი დანაბარები სრულდებოდა და სიწმინდე ამ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.მეხუთე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ ლეონ დიდის ძმები, საეკლესიო მოღვაწეები კანდიდი და გალვიოსი ადგილების მოსალოცად, ნაზარეთში გამგზავრებულან.ერთ-ერთი ქალიშვილის სახლში უამრავი ავადმყოფი უნახავთ, რომლებიც თურმე სიწმინდის ძალით იკურნებოდნენ.ქალწულმა მათ უამბო ზემოთ მოთხრობილი.უკან დაბრუნებულმა ძმებმა, კვართის მოტაცების მიზნით, საიდუმლოდ დაამზადეს ზუსტად ისეთივე კიდობანი, რომელშიც ეს კვართი ინახებოდა.ძმებმა საგანგებოდ გაიარეს ებრაელი ქალიშვილის სახლში, ჩუმად წაიღეს ნამდვილი კიდობანი და კვართი..ის 474წელს ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში დაასვენეს, სადაც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა.


საქართველოში კვართი ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ უნდა შემოსვენებულიყო, მაგრამ თუ როდის და ვის მიერ იგი სამეგრელოში შემოტანილი, ამის შესახებ უტყუარი ცნობები არ არსებობს.მხოლოდ, ვიცით რომ კვართი მეჩვიდმეტე საუკუნეში ხობის მიძინების ტაძრის კუთვნილება გახდა.


ამჟამად კვართი დაცულია დადიანისეული სასახლის ბაზაზე დაარსებულ ზუგდიდის მუზეუმში.მას 15 ივლისს ასვენებენ და ამ დღესასწაულს ვლაქერნობას უწოდებენ.image


0
496
8-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0