x
image
პროფესორი
არმაზი- იბერიის უზენაესი ღვთაება

ღვთაება არმაზი წარმოადგენდა მეომარ კაცს, რომელსაც ეცვა სპილენძის ჯავშანი და ეხურა ოქროს მუზარადი, ხელთ ეპყრა შუბი. არმაზი იყო ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმისა და მცენარეთა მბრძანებელი, ასევე ომის ღმერთი.

image


არმაზის კულტის შემოღება უკავშირდება ფარნავაზის სახელს, არსებობს მოსაზრება რომ სახელი არმაზი ფარნავაზმა საკუთარი სახელის მიხედვით დაარქვა, რადგან სპარსულად მას არმაზი ერქვა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ არმაზი შემოღებული იყო მაზდეანური (ცეცხლთაყვანისმცემელი) ირანიდან და მას კავშირი აქვს ზოროასტრიზმის უმაღლეს ღვთაება აჰურა-მაზდასთან, სხვები კი ხეთურ ღმერთ "არმას"-თან, არმაზის თაყვანისმცემლებს წმ. ნინო ასე მოიხსენიებს:


„ვხედევდით, ცეცხლის მსახურსა მას ერსა და მოგვებსა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდიო“.



ღვთაება არმაზის კერპი მცხეთის, იგივე არმაზის მთაზე იდგა. მას არ ჩაუნაცვლებია არმაზამდე არსებული ღმერთები, უბრალოდ ის უზენაეს ღმერთად იქცა.

არმაზობის დღესასწაული ძირითადად ზაფხულში იმართებოდა, ქალაქი მცხეთა ირთვებოდა ფერადი ქსოვილებით და მრავალრიცხოვანი ხალხის მსვლელობა იმართებოდა, სამეფო ოჯახის მონაწილეობით. თეიმურაზ ბატონიშვილი გამორიცხავს არმაზისთვის ადამიანების შეწირვას. ასევე არ არსებობს ზუსტი ცნობები არმაზობის შესახებ, იყო თუ არა ის მოძრავი დღესასწაული, თუმცა ცნობილია რომ უკანასნკელი არმაზობა 19(6) აგვისტოს გაიმართა.



image

2
155
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
155
  
19 იანვარი, 20:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 იანვარი, 17:52
ბატონი გიორგი სიფრაშვილის საყურადღებოდ, პირველად იბერია მოიხსენიება კოლხეთთან მიმართებაში.
როცა მცხეთაში არმაზის კერპს სცემდნენ თაყვანს კოლხეთში მართლმადიდებელი პატრიარქის ტახტი იდგა.
0 1 2