x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95815
  • ვიდეო:343155
  • სურათი:457774
დღემდე ამოუხსნელი, იდუმალებით აღსავსე 4 მოვლენა დედამიწაზე

"ყველა კითხვას აქვს რაღაც პასუხი" – ეს წინადადება ხანდახან ბოლომდე არ არის გამართლებული. ძალიან ბევრი მოვლენა გასაიდუმლოებულ იქნა ან კიდევ უბრალოდ ისტორიიდან ამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი მეცნიერები და ექსპერტები გვყვანან, საზოგადოებამ პასუხი ბევრ რამეზე მაინც ვერ მიიღო. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმეს...


image






1. მალაიზია - კუალა ლამპურის რეისის თვითმფრინავი


image



8 მარტს მალაიზიის თვითმფრინავი boeing777 მიფრინავდა კუალა ლამპურისკენ. თვითმფრინავში 227 ადამიანი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი გაფრენიდან 2 საათში დაიკარგა! დღემდე ამ ავიალაინერის კვალს ვერანაირად ვერ მიაგნეს. ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ამ მოვლენის შესახებ, მაგრამ სრულ რეალობისგან საკმაოდ შორს ვართ ამ ეტაპზე. მეცნიერების და ანალიტოკოსების აზრით, არანაირი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა თვითმფრინავზე და არც უამინდობა. მათი აზრით, თვითმფრინავი ან ოკეანეში ჩავარდა, ან კიდევ ტერორისტებმა გაიტაცეს...






2. საიდუმლო ხვრელები ციმბირში


image



ეს საიდუმლო ხვრელები ციმბრის ნახევარკუნძულზე, იამალზე მდებარეობს. 2014 წლის ივლისში გამოჩენილმა ამ ხვრელებმა მეცნიერები "შოკში" ჩააგდო. დღემდე უცნობია, თუ როგორ წარმოიქმნა ეს ხვრელები დედამიწაზე. მეცნიერების და ანალიტიკოსების აზრით, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გლობალური დათბობის შედეგად წარმოიქმნა. სხვა ვერსიის თანახმად, ხვრელები ხელოვნურია, დამზადდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, უბრალოდ გასაიდუმლოებული იყო ყველასთვის.








3. ქალაქი ბალბეკი ლიბანში


image


ქალაქი ბალბეკი მდებარეობს ლიბანში. ამ ანტიკური ქალაქის ისტორია რომის იმპერიაზეც ბევრად ძველია. ინჟინერიის ცენტრად ცნობილი ქალაქი დაახლოებით 800 ტონიანი ბლოკებით არის აშენებული. რა თქმა უნდა, ყველას გაგიკვირდებათ, თუ როგორ დაამზადეს იმ პერიოდში ეს ბლოკები? ან როგორ ააშენეს? როგორ ახერხებდნენ ამ წონის საშენი მასალების გადადგილებას? ეს კითხვები პირამიდების მსგავსად უპასუხოდ რჩება, მაგრამ ადამიანი როდესაც ასეთ კითხვებს ვერ პასუხობს, რას ფიქრობს? მხოლოდ ერთს! ზოგიერთისთვის დაუჯერებელს და ზოგიერთისთვის კი – რეალურს! ეს უცხოპლანეტელებია....!










4. 1800 წლის წინ შემოღებული თვითმფრინავის დიზაინი


image



თვითმფრინავის ეს მოდელები 1800 წლის წინანდელია. თვითმფრინავის ანტიკური მოდელები იპოვეს ამერიკაში, ერთ-ერთი ადამიანის საფლავში, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბზე ადრე ცხოვრობდა. როგორც ხედავთ, თვითმფრინავის ფრთები, ძრავი და მთლიანად დიზაიანი დღევანდელის ასლია ერთი-ერთში. რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ აქაც რაიმე საიდუმლო ფაქტია? როგორ დაემთხვა ერთმანეთს XVIII საუკუნის წინანდელი ვერსია ახლანდელს? მეცნიერთა რაღაც ნაწილი დროში მოგზაურობას უკავშირებს ამ ფაქტს...














სტატიის ავტორი: ალექსი აბდეივი


<<<იხილეთ ასევე>>>


1. 1921 წლის ბათუმისათვის ბრძოლების გმირი, დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი!

2. ხელოვნური ინტელექტის 5 ქალი რობოტი, რომლებიც მომავალში მამაკაცებს პარტნიორობას გაუწევენ!

3. რეალურად აღმოჩენილი 5 "ურჩხული", რომლებსაც მეცნიერები საიდუმლოდ იკვლევენ!

4. "რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად!

5. საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...

6. "არაქალიშვილს არასოდეს მოვიყვან" - ასეთი აზროვნების მამაკაცების 13 თვისება

7. 15 ბრძნული იტალიური გამონათქვამი, რომლებიც დაგაფიქრებთ რამდენად სწორად ცხოვრობთ



1
1890
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1890
  
27 იანვარი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1