x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ერთი ბრძნული გამონათქვამის ისტორია

ლათინური სენტენციები სიბრძნითაა დახუნძლული. სიბრძნეს კი ადამიანები ხშირად ვსცილდებით. კარგი იქნება, თუ მათ თვალს გადავავლებთ და ცხოვრებაშიც გავატარებთ. ახლა რამდენიმე მათგანს არამარტო გაგახსენებთ, არამედ მათ განმარტებებსაც შემოგთავაზებთ მოკლე ლიტერატურულ ექსკურსთან ერთად.

image

სიყვარული ყველაფერს იპყრობს - Amor Vincit Omnia - პირველი ათასწლეულის დადგომისთანავე, რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა დაწერა: „სიყვარული ყველაფერს იპყრობს, ჰოდა, მოდი, ჩვენც დავემორჩილოთ მას“. ეს ფრაზა გვხვდება ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულ მოთხრობებ“-ში, რომელიც 1300-იანი წლების ბოლოს დაიწერა. ამ ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ატარებს ბროშს, რომელზეც ეს გამონათქვამია გრავირებული. ეს ფრთიანი ფრაზა უამრავმა პოეტმა გამოიყენა. თვით უკვდავმა შექსპირმაც კი ვერ აუქცია მას გვერდი.

0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0