x
მეტი
  • 24.03.2019
  • სტატია:87760
  • ვიდეო:338075
  • სურათი:449273
109 წლის ქალის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მამაკაცების გარეშე ცხოვრებაა

image

მოხუცებს, რომლებიც დიდ ასაკს აღწევენ, ხშირად ეკითხებიან, თუ რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. უმეტესობა პასუხობს, რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ვარჯიშია, მაგრამ 109 წლის შოტლანდიელი ჯესი გალანის თქმით, ახალგაზრდობა მან მამაკაცებისგან თავის შორს დაჭერის წყალობით შეინარჩუნა.


ჯესი 1906 წელს დაიბადა ფერმაში, შოტლანდიაში. ის 5 დასთან და 1 ძმასთან ერთად გაიზარდა პატარა, ოროთახიან კოტეჯში.


თავდაპირველად ჯესი ფერმაში მუშაობდა, შემდეგ კი ქალაქში წავიდა მდიდარი ბიზნესმენის მოსამსახურედ. საბოლოოდ კი, კარიერა მომსახურების ინდუსტრიაში, ქალაქშიც და სოფელშიც წამოიწყო.


როცა ასაკში შევიდა, გალანი Crosby House-ში წავიდა. ეს მოხუცთა თავშესაფარია. იქ მომუშავე ერთ-ერთმა პერსონალმა ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტოს უთხრა: "ჯესი საყვარელი ქალია. მას აქ საუკეთესო მეგობარი სარა ჯეინსი ჰყავს და ისინი სულ ერთად არიან. ჯესის მოსწონს მუსიკა და ვარჯიში, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია და ხშირად სეირნობს ხოლმე".


ჯესი 2015 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საზოგადოებას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო დაუტოვა - კაცებისგან თავის შორს დაჭერა.


"ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო მამაკაცებისგან შორს ყოფნაა", - თქვა გალანმა, -"მათ იმაზე მეტი უსიამოვნება მოაქვთ, ვიდრე ღირან".









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ყველაზე თანამედროვე ბებიები და ბაბუები მთელი მსოფლიოდან

image


2. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი

image


3. 12 მიზეზი, თუ რატომ არ გწერთ ბიჭი პირველი (მაგრამ მიწერილს ყოველთვის პასუხობს)

image

0
4445
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
4445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0