x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
გაუქმდება თუ არა საატესტატო(CAT) გამოცდები და რა ცვლილებებია დაგეგმილი განათლების სისტემაში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა უახლოეს მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.


image

''ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს და მხოლოდ განცხადებების დონეზე.


საჭირო იყო მნიშვნელოვანი ანალიზი. პირველ რიგში, რა მოგვიტანა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, რა ხარვეზები გააჩნია მას, რა მიმართულებით შეიძლება მისი გაუმჯობესება, რა როლი უნდა დაიკავოს რეფორმების ფარგლებში ეროვნულმა გამოცდებმა.



გვინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო დაფუძნებული სპონტანურ გადაწყვეტილებებზე. ამაში ჩართული გვყავს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ამ დროისთვის მიმდინარეობს სისტემის შეფასება და ცვლილებები სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე განხორციელდება''


მინისტრმა ასევე ისაუბრა ეროვნუ გამოცდების მოდელზე:''ამ ცვლილებებზე საუბარი საჭიროა სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაც. მოდელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, იქნება შეთანხმებული ყველა მხარესთან, ანალიზებზე დაფუძნებული და რაც მთავარია, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. ცვლილებები ნამდვილად იქნება ამ კუთხით. იქნება მაქსიმალური ბმა გამოცდებსა და სკოლის პროგრამას შორის, აბიტურიენტს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი მასალის სწავლა. ცვლილება შეეხება დამამთავრებელი კლასის ე.წ CAT-ის გამოცდებსაც. ჩვენ სისტემა უნდა განვიხილოთ ერთიანად. გვაქვს სკოლა, სკოლის გამოცდები, ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტი, სისტემა ისე უნდა ავაწყოთ, რომელიც პირველ რიგში იქნება ბალანსზე და არ იქნება იმაზე, რომ მოსწავლეებს სკოლის პროგრამის გარეთ დამატებითი მასალის სწავლა უხდებოდეთ. პირველ რიგში, გამოცდები იქნება ორიენტირებული იმ პროგრამაზე, რომელიც სკოლაში ისწავლება''


რა ცვლილებები შეეხება საატესტატო(CAT) გამოცდებს?


''ბევრი ვერსია არსებობს, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რომელიც CAT-ისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებას შეეხება, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, შედეგებზე ორიენტირებული და ცვლილებებში, რომელსაც წარმოვადგენთ, გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული''


მიხეილ ბატიაშვილის ბრიფინგი


1
610
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
610
  
2019, 14 იანვარი, 22:23
ბ-ნო მინისტრო იმედია, გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებები არ უნდა ნიშნავდეს მათ გაუქმებას.დაახლოებით 10 წლის წინ სკოლებში იყო სრული კოლაპსი-საერთოდ არ ისწავლებოდა საბუნებისმეტყველო საგნები /ფიზიკა.ქიმია,ბიოლოგია,გეოგრაფია.../, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო!!! გამოსაშვებმა გამოცდებმა სიტუაცია შეცვალა და გაჩნდა ინტერესი ამ ფუნდამენტური საგნების მიმართ-სწორედ ამ საგნების სიღრმისეული სწავლება ანვითარებს გონებას და ლოგიკურ აზროვნებას! შემდეგ ხელოვნურად მოხდა ამ გამოცდების გამარტივება, ქულების დამალვა და ისევ ძველ რელსებზე დაბრუნება... დღევანდელ რეალობაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია პირველ რიგში გამოსაშვები გამოცდების ობიექტური ჩატარებით.ატესტატს უნდა ქონდეს ღირსეული სტატუსი !!!
საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება...
0 1 1