x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავსტრალიაში ფერმაში ჰყავთ გიგანტი ხარი, რომლის სიმაღლე 194 სანტიმეტრია ხოლო წონა კი 1400 კილოგრამი

image დასავლეთ ავსტრალიის ერთერთ ფერმაში 20 000 ძროხასთან ერთად ყავთ მსოფლიოში ყველაზე გიგანტური ზომის ხარი სახელად ნიკერსი, რომლის სიმაღლე 194 სანტიმეტრია, ხოლო წონა კი 1400 კილოგრამი.
ჯეფ პირსონის ფერმაში პრესტონის ტბასთან ახლოს, ცხოვრობს აღნიშნული ხარი.
მფლობელმა გადაწყვიტა აუქციონზე გაეყიდა გიგანტი ხარი, მაგრამ არცერთმა ხორცის დამამზადებელი საწარმოს წარმომადგენელმა არ იყიდა ხარი. მათი თქმით, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ასეთი ზომის და წონის ხარის დაკვლა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარება.
ხარი 7 წლისაა. ის ფერმაში 12 თვის ასაკში მიიყვანეს, როგორც ფერმის მომავალი "წინამძღოლი" და საქონლის გამრავლებისათვის განკუთვნილი ბუღა.
უნდა ითქვას, რომ ნიქსენი ფერმაში მიყვანისას ნებისმიერ ხბოზე დიდი იყო. ფერმაში, სადაც 20 000 ძროხაა ნიქსენს საქმე არ უნდა "გამოლეოდა", მაგრამ მისი წონის და სიმაღლის გამო ფერმის პატრონი იძულებული გახდა ბუღა დაეკოდათ.
ხარის ფოტოგრაფიამ მალევე მიიპყრო სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება. ახლა ხარის მომავალს მთელი ავსტრალია ადევნებს თვალყურს. სასაკლაოზე წაყვანა ნიკერსს უკვე არ ემუქრება. ფერმერმა მასთან მისული საზოგადოება დაარწმუნა, რომ ხარს არაფერი ემუქრება და არც მომავალში დაემუქრება. ხარი სიცოცხლის ბოლო დღემდე მშვიდად იცხოვრებს ფერმაში.
ამასთანავე სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მემები ნიკერსთან ერთად. მომხმარებლები გიგანტურ ხარს ადარებენ აშშ-ს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელებს და ასევე ნიკერსი წარმოგვიდგენენ, როგორც ფანტასტიური ჟანრის ფილმების გმირს.
imageimageimageimageimage


0
185
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0