x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორია ინკლუზიური განათლების პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ?
image

ტერმინი ინკლუზია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის ჩართულობას ნიშნავს. ინკლუზიური განათლება კი სწავლებას ყველასთვის, მიუხედავად მისი ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, ფიზიკური თუ გონებრივი მახასიათებლეის განსხვავებულობისა. ინკლუზიური განათლება გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს წვდომა სწავლასა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რათა გათვალისწინბეული იყოს თითოეული ინდივიდის უნარები და შესაძლებლობები სწავლის პროცესში.

2006 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციამ განაპირობა საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვა, ასევე 2013 წლიდან ინკლუზიური განათლება განიხილება არამარტო სკოლის დონეზე, არამედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.

პირველ რიგში განვიხილოთ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი სკოლებში. ამ პროცესის მიმდინარეობისას დაინერგა და განხორციელდა რიგი რეფორმებისა, როგორიცაა ადაპტური გარემოს შექმნა, რაც მოიაზრებს პანდუსებს, ოთახის აკუსტიკას, საპირფარეშოებსა და ლიფტებს. ასევე სპეც მასწავლებლებლის სამსახურის შექმნას, რომელთა უშუალო მოვალეობაში შედის მოსწავლის ინდივიდუალურ დონეზე დახმარება სწავლის პროცესში. შემდგომ ეტაპზე დაინერგა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (კურიკულიმი), რომელიც მზადდება მულტიდისციპლინალური გუნდის მიერ ინდივიდის შეფასების შედეგად, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის მორგება თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად.


რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებეს, როგორც უკვე აღვნიშნე ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. დღესდღეისობით, საქართველოს ყველა რეგიონში არის პროფესიული დაწესებულებები, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭირების პირს შეუძლია დაეუფლოს პროპესიას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროფესიათა ჩამონათვალი არ არის მწირი და რომ ის მოიცავს ფართო სპექტრს. ისევე როგორც სკოლებში, აქაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება სწავლეის პროცესი. სწავლების დასრულების შემდგომ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით მოსწავლეებს შანსი ეძლევათ დასაქმდნენ საკუთარი პროფესიით სხვადასხვა დაწესებულებებში.

ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მდომარეობა არსებობს სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განსხვავებები აღინიშნება მორალური და ეთიკური კუთხით, თუ სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დისკრიმინაცია ხდება, პროფესიულ საგანმანათებლო დაწესებულებებში უფრო მეტი მიმღებლობა და ღიაობაა მათ მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი დაწყებულია, ქვეყანას რჩება რიგი გამოწვევები რომელთა შესრულება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის განვითარებისთვის. მთავარ გამოწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ არაადაპტური გარემო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სკოლაში დამაგრებულია პანდუსები, სართულიდან სართულზე გადაადგილება მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეებისთვის. მათ სჭირდებათ თანაკლასელების დახმარება, რიგ შემთხვევებში გადაადგილება ხდება ხელში აყვანით ეტლთან ერთად, რაც თავისხმრივ იწვევს ინდივიდის მხრიდან არასრულფასოვნების შეგრძნებას, რადგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ შენობის შიგნით გადაადგილება. ერთ-ერთ პრობლემად განვიხილოთ მასწავლებელებისა და მოსწავლეების დამოკიდებულებაც, რომელიც არაადეკვატურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი არ არის ჩართული გაკვეთილის პროცესში, ასევე მასწავლბელები ხშირად იყენებენ არაეთიკურ სიტყვებს, რაც ქმნის უხერხულობის შეგრძნებას. სამწუხაროდ საზოგადოებაც არაა მზად მიიიღოს შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირები, ამიტომაც სახელმწიფო ვალდებულია მეედიის დახმარებით განახორციელოს პიარ კამანიები იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებულობა აუცილებელიც კია საზოგადოებისათვისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინკლუზური განათლების დანერგვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცაღა რჩება რიგი პრობლემები რომლებზეც სახელმწიფომ ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს, რათა მოვახერხოთ საზოგადოებაში ინკლუზური განათლების ადაპტირება. საჭიროა ცვლილებები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მათი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი სისტემების მონიტორინგი, რათა შევაფასოთ განხირციელებული რეფორმების შედეგები და მიზნად დავისახოთ საზოგადოების ცოდნის ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით.



0
97
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0