x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აღზრდა განათლება ათენსა და სპარტაში
განათლება მუდმივად განახლებადი პროცესიაყველა თაობას თავისი სურვილები, მოთხოვნები და მიზნები აქვს, თუმცა ფაქტია, განათლების ფუნდამენტი დღემდე უცვლელია და იგი სათავეს საუკუნეების წინ იღებს. აღზრდის კონცეფცია საბერძნეთში გულისხმობდა ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანის აღზრდას. კერძოდ ახალგაზრდა თაობის აღზრდას სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა (ძვ.. IV საუკუნე). სპარტაში მონათა რიცხვი ორჯერ არემატებოდა მონათმფლობელტა რიცხვს, რაც აიძულებდა გაბატონებულ სპარტანელებს მუდამ მზად ყოფნაში ყოფილიყვნენ, როგორც მეზობელ ტომებთან, ისე აჯანყებულ მონებთან საბრძოლველად, აქედან გამომდინარე განისაზღვრა აღზრდის სპეციფიკური სისტემა, სპარტანული არზრდის ძირიტადი დანისნულება იყო მეომართა მომზადება, მთელი აღზრდის სისტემა სამხედრო მიზნებს ექვემდებარებოდა.

პლუტარქეს მიხედვით აღზრდის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე, და არ არის დამოკიდებული მამის ნებაზე, – მამას ბავშვიმიჰყავსლესხაში“ (Λέσχη), – ეს იყო ადგილი სადაც ისხდნენ უხუცესი ფილები და ამოწმებდნენ ახალშობილს. თუკი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად. თუკი ჩვილი სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა მას აპოკსეტში ყრიდნენ (უფსკრული ტაიგეტის მახლობლად). შემთხვევაშიც კი თუ ახალდაბადებულ ბავშვს უხუცესი ჯანმრთელად გამოაცხადებდა, მას მაინც არ ჰქონდა გარანტია, რომ იცოცხლებდა, ვინაიდან სახლში დაბრუნებული მამა ბავშვის დედას უბრძანებდა, რომ ის ღვინოში დაებანა. ეს ერთგვარი სიკაჟის ტესტი იყო. თუ ბავშვი ამასაც გადაიტანდა, მას სიყრმიდანვე მიწის ნაკვეთს უბოძებდნენ, თუმცა ამის შანსი საკმაო დაბალი გახლდათ.

რჩცეულ ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ, საწოლი, რომელშიც ბავშვი იწვა ძალზედ უხეში და მაგარი იყო. 7 წლის ასაკში სპარტელ ბიჭუნას სპეციალურ საბრძოლო ბანაკში აგზავნიდნენ. აქ ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ გადაერჩინათ თავი.თუკი ბავშვები ერთმანეთს წაეჩხუბებოდნენ, “მასწავლებლები'' ცდილობდნენ, რომ ისინი მეტად დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან და მათ მოუწოდებდნენ, რომ საკუთარი მუშტებით მოეგვარებინათ პრობლემა. ის ვინც ამ გამოცდას ვერ უძლებდაკვდებოდა.

ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან აძლევდნენ. ზოგიერთი ბავშვი თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო თბებოდა. ბავშვები დაკავებულნი იყვნენ რთული ფიზიკური ვარჯიშით, განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევდნენ : ხუთჭიდს, ჭიდაობას, სწავლობდნენ ხმლისა და შუბის ფლობის ხელოვნებას, კვებაზე მათ თვითონ უნდა ეზრუნათზოგჯერ ქურდობის, ძარცვის და საჭიროების შემთხვევაში მკვლელობის გზითაც.


საბრძოლო ხელოვნების გარდა ახალგაზრდა სპარტანელს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და სიმღერას. სწავლა იწყებოდა წრა- კითხვის და ანგარიში დაუფლებით, წლოვანების მომატებასტან ერთად რთულდებოდა, წლის ბოლოს ტარდებოდა საჯარო გამოცდა- აგონიები რომლის ჩაბარების შემდგომ ბავშვები კლასიდან კლასში გადადიოდნენ გამოცდებს ყველა მსურველი ესწრებოდა. სწავლების მიზანს ასევე შეადგენდა სამოქალაქო განათკების შესწავლა, ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების.

ახალგაზრდებს ასწავლიდნენ ორატორულ ხელოვნებას, სიტყვით გამოსვლის დროს ორატორს მოეთხპვებოდა მოკლე და სხარტი წინადადებები წარმოეთქვა. სპარტელების ლაკონურობის საუკეთესო მაგალითია მათი პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიმართვაზე: „გირჩევთ დაუყონებლივ ჩამბარდეთ, თუ ჩემი არმია თქვენს მიწაზე დაადგამს ფეხს, ჩვენ გავანდგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და გავანადგურებთ ქალაქს. ამ მიმართვას სპარტელებმა მოკლედ ერთი სიტყვით უპასუხეს: „თუ“.

მკაცრი გასამხედროებული ხასიათი ქონდა ქალთა აღზრდასაც, მათ ომსი წასული მამაკაცები უნდა შეეცვალათ მონებზე მბრზანებლობისა და წესრიგის დაცვის სამსახურში, დიდი ყურადღება ექცეოდა ქალტა სპორტულ შეჯიბრებებს, მოქნილობას და ამტანიანობას. პლატონი და ქსენოფოტე მაღალ შეფასებას აძლევდნენ სპარტელ ქალებსა და მათი აღზრდის სისტემას.

სპარტა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძლიერი და მეომარი ქვეყანა იყო. მათი ცხოვრების წესი იყო არა სიმხდალეს! არა შიშს! არა კაპიტულაციას! სპარტული ჯარი მსოფლიოში უძლიერესი და დაუმარცხებელი გახლდათ. სპარტანელები ქალაქის გალავანსაც კი არ აშენებდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ მათი მებრძოლების ძალა საკმარისი იყო ქალაქის დასაცავად. არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება! ვერცერთი ისტორიკოსი კანონმდებელ ლიკურგეს ქვეყნის მეომრების შესახებ ვერ იტყოდა, რომ სპარტელებმა ერთხელ მაინც შეაქციეს ზურგი მტერს.

ათენური აღზრდა- ათენური განათლება, ტრადიციისამებრ, ორ ნაწილად იყოფოდა: გონების წვრთნად და სხეულის წვრთნად.

შვიდ წლამდე ბიჭებიც და გოგონებიც შინ იზრდებოდნენ.ათენელი ვაჟი სწავლას 6-7 წლის ასაკში იწყებდა გოგონები შვიდი წლის შემდეგაც საშინაო აღზრდას იღებდნენ. სწავლობდნენ საოჯახო საქმიანობას : ( ქსოვა, კერვა, ოჯახის მოვლა) ბიჭრბი სკოლაში ერთგულ მონას მიჰყავდა, რომელსაც ეწოდებოდა პედაგოგი. მას ბავშვისთვის მთელი დღე თვალყური უნდა ედევნებინა. განათლებასთან მონას შეხება არ ჰქონდა, მას მხოლოდ კარგი მანერების სწავლება და ზნეობრივი აღზრდა ევალებოდა. ამიტომ პედაგოგად, წესისამებრ, ირჩევდნენ მონას, რომელიც სანდო იყო, გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით და ზრდილობით. პირველდაწყებითი განათლებას ბავშვები იღებდნენ გრამატისტთა და კიფარისტთა სკოლებში. გრამატისთთა სკოლებსი სწავლობდნენ წერა-კითხვასა და ანგარიშს, კიფარისტთა სკოლებსი კი ირებდნენ ელემენტარულ მუსიკალურ განათლებას. სწავლა ფასიანი იყო, მაღალი ქირის გამო მხოლოდ შეძლებულებს შეეძლოთ ესწავლათ. იამთ ვისაც სასწავლო- სააღმზრდელო საქმე მიჰყავდა დიდასკალები ეწოდებოდათ. ამ სკოლებში სწავლა 7 წელს გრძელდებოდა.

14 წლის ასაკში მოზარდები სკოლა- პალესტრებში (ჭიდაობის სკოლა) გადადიოდნნ სადაც სამი წლის მამნძილზე ვარჯიშობდნენ, ყურადღება ექცეოდა : რბენას, ხტომას, შუბისა და ბადრის ტყორცნას, ცხენოსნობას, ცურვას. განსაკუთრებული ნიწის მოსწავლეები სწავლას აგრძელებდნენ გიმნაზიებში აქ ასწავლიდნენ ფილოსოფიას, რიტორიკას, დიალექტიკას, მეტაფიზიკას, პილიტიკას. მეცნიერებათა შორის დაწინაურებული იყო ფილოსოფია.

18-20 წლის ახალგაზრდებს ეფებიებში ამზადებდნენ სამხედრო სამსახურისათვუს, პილიტიკურ საუბრებს აქაც მნიშვნელოვანი ადგილი ქონდა დათმობილი . დაბალი ფენის ახალგაზრდობა ეუფლებოდა მიწათმოქმედებისა და ხელოვნების დარგებს.




0
301
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0