x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
როგორი იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური იდეები?

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში.სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა.1861 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.1863 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ხოლო 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, შემდგომ კი 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა.იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო ე.ი ყველაფერი ქართული იდევნებოდა.იაკობ გოგებაშვილი ცხადია აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ.

აღსანიშნავია იაკობ გოგებაშვილის ზოგადპედაგოგიური იდეები .მას საფუძვლიანად შეუსწავლია დემოკრატიული პედაგოგიკის კლასიკოსების შრომები კერძოდ იან ამოს კომენსკის, პესტალოცის, დისტერვეგის და განსაკუთრებით უშინსკის მოძღვრება. ქართველი ხალხის სპეციპიკური პირობების შესაბამისად გადაამუშავა და მოარგო. ყველა მის პუბლიცისტურ და პედაგოგიურ სტატიებსა თუ სახელმძღვანელოებში ნათლად ჩანს მისი სოციალურ-პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებები. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ რომ იაკობ გოგებშვილი მატერიალისტია და ემხრობა დარვინიზმს, მაგრამ რელიგიურ შეხედულებებსაც თავის წილ ადგილს უტოვებს . მიუხედავად ამისა იგი ვერ ჩაწვდა საზოგადოების განვითარების კანონებს, ისტორიული პროცესის მარქსისტულ-მატერიალისტურ გაგებას, ვერ გაიგო კლასთა ბრძოლის აღიარებამდე და საზოგადოებრივი განვითარების გაგებაში დარჩა იდეალისტად.

იაკობ გოგებაშვილის სოციალურ-პოლიტიკურ კონცეფციაში მათავარი ადგილი უჭირავს ერთის მხრივ ცარიზმის უღლისაგან ქართველი ერიის განთავისუფლებას ხოლო მეორეს მხრივ თავისი ქვეყნის მშრომელთა ცხოვრების გაუმჯობესებას, უფლებების მოპოვებასა და კულტურის ამაღლების საკითხს.

ხალხის ყველმხრივი განვითარების მთავარი საშვალება გოგებაშვილს მიაჩნდა დედაენა ე.ი. იგი მთლიანად იზიარებდა უშინსკის შეხედულეაბს. მისი აზრით არ არსებობს უფრო აუტანელი ძალადობა, ვიდრე ის რომ ხალხს წაართვა მის გარდასულ წინაპართა უამრავი თაობების მიერ შექმნილი მემკვიდრეობა.


გოგებაშვილი, როგორც ტიპიური სამოციანელ-განმანთავისუფლებელი თავის პედაგოგიურ მოძღვრებას საფუძვლად უდებს ხალხურობის პრინციპს. ხალხურობის ძირითად ელემენტს კი წარმოადგენს :საყოველთაო-სახალხო სწავლება და რეალური განათლების მიცემა მოზარდი თაობისათვის, ასევე შრომითი აღზრდის გაღვივება, ჰუმანიზმი და ა.შ.

იაკობი თვლიდა რომ საჭირო იყო ჰუმანიზმი აღზრდაში სწორედ ამიტომ იგი მოითხოვდა ყოველგვარი ასკეტიზმისა და განდეგილობის ფორმების აღმოფხვრას, იგი სასტიკად გმობდა კავკასიის სასწავლო ოლქის და სასულიერო განათლების უწყების ბიუროკრატიულ მოხელეებს, რომლებიც არაფერს ასწავლიდნენ ახალგაზრდებს ჯაშუშობისა და დასმენის გარდა. მან გაილაშქრა სქოლასტიკური და დოგმატური სწავლების წინააღმდეგაც, რასაც მიუძღვნა ცნობილი სტატია -„ხე ნაყოფით იცნობა“.ასევე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს საშუალო სასწავლებლის განსაკუთრებით კლასიკური გიმნაზიის მუშაობის უარყოფით მხარეებს. მის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ემყარებოდა იმ დებულებებს რომ მხოლოდ რეალურ განათლებას მოაქვს ხალხისთვის სარგებელი. მისთვის ღირებულია ჰქონოდა არა ზუთხივით შეძენილ აბსტრაქტული და განყენებული ცოდნა არამედ ისეთი ცოდნა რაც პირდაპირ ცხოვრებას ეხება და ასევე ანვითარებდეს მოსწავლეთა ფორმალურ ნიჭს. გოგებაშვილი ცნობილია ქალთა განათლების უფლების მგზნებარე დამცევლად, ის მოითხოვდა რომ ვაჟების თანაბრად სკოლაში მასობრივად ჩაბმული ყოფილიყვნენ გოგონებიც.

გოგებაშვილი განსაკუთრებით დიდი ყურადღებას აქცევდა სწავლების ისეთი პრინციპების გაუმჯობესებას, როგორიცაა შეგნებულობის, თვალსაჩინოების, აღმზრდელობითი სწავლების და სხვა. ძირითად დიდაქტიკურ პრინციპად კი თვლიდა შეგნებულობასა და აქტივობას. იგი არაერთხელ მიუთითებდა, რომ აღზრდასა და სწავლებაში არ შეიძლება დაცულ იქნეს შეგნებულობა თუ თვალსაჩინოებით არ არის გამსჭვალული მთელი სწავლება. მისი სახელმძღვანელოები კი წარმოადგენს იმის მაგალითს თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პრინციპი.

სწავლების თანდათანობა და თანმიმდევრობა, გოგებაშვილის აზრით, სწავლების აუცილებელ პირობს წარმოადგენს. მისი აზრით ცოდნის მტკიცედ და საფუძვლიანად დაუფლებას კი გამეორება განაპირობებს. გოგებაშვილის დიდაქტიკაში განასაკუთრებით ხაზგასმულია რომ სწავლას უნდა ჰქონდეს აღმზრდელობითი მიმართულება. მას ვერ წარმოედგინა აღზრდისაგან მოწყვეთილი სწავლება. იაკობი მშობლიურ ენაში ხედავდა უდიდეს აღმზრდელობით ძალას, როგორც მოსწავლეთათვის ისე მთელი ხალხისთვის.

მშობლიური ენის შესწავლის საქმეში გოგებაშვილის ყველაზე დიდი ისტორიული დამსახურაბაა „დედაენა“- ის არის შედგენილი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. ასევე ასოების შესწავლის თნამიმდევრობა დადგენილია თვით ანბანთა სიძნელის გათვალისწინებით. სახელმძღვანელოში მოცემული ყველა სასაუბრო მასალა და ლექსი აღებულია ცხოვრების იმ მოვლენებიდან რაც ბავშვებისთვის ახლობელია. დიდი ოსტატობით არის განხორციელებული მოთხოვნა- მასალა განმეორდეს მომდევნო გაკვეთილზე სხვადასხვა კომბინაციაში. თვალსაჩინოების თვალსაზრისით სახელმძღვანელო გულდასმით არის შედგენილი. სახელმძღვანელოს ენაც კი ლიტერატურულად დახვეწიილი და გამართულია. სახელმძღანელოს ტექნიკური მხარე არაჩვეულებრივი სიზუსტითა და პროპორციულობის დაცვით არის წარმოდგენილი.

გოგოებაშვილი თვლიდა რომ ქართული ენის ცოდანასთან ერთად აუცილებელია რუსული ენიც ცოდნაც. ის სავსებით იზიარებდა ილია ჭავჭავაძის შეფასებას - რუსულმა ლიტერეტურამ დიდი ხელძღვანელობა გაგვიწია და დიდი გავლენა იქონია ყველაფერ იმაზე რაც ჩვენს სულიერ ძალღონეს შეადგენს და ჩვენს გონებას ერთობ ზედ დაამჩნია მან თვაის ავკარგიანობა... რუსული ენის ცოდნის უდიდესი მნიშვნელობა შეგნებული ჰქონდა თვით ხალხსაც. იაკობ გოგოებაშვილს რუსული ენის ცოდნა ქართველის განათლებისთვის აუცილებელ ელემენტად და ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებლად მიაჩნდა.

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0