x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რისთვის არის საჭირო სათამაშო კონსტრუქტორი?
image


ბუნებრივია, რომ ყველა ბავშვს უყვარს თამაში. თამაში ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ხოლო სწორად შერჩეული სათამაშო, ამ პროცების სწორად წარმართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.


გარდა ამისა, სათამაშოები საფუძველს უყრის ბავშვების მომავალ განვითარებას, მათ ზრდასრულ ცხოვრებას. სწორედ თამაში არის ბავშვთა ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო გასაღები, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვასა და კრეატიული იდეების ფორმირებას.



image




სათამაშო კონსტრუქტორი შემეცნების პროცესის და კოორდინაციის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ამ ტიპის სათამაშოების გამოყენება განათლების ექსპერტების მიერ რეკომენდებულია როგორც სახლში, ისე სასწავლო დაწესებულებებში. სათამაშო კონსტრუქტორი არ იწვევს ბავშვის გადაღლას, ის საკმაოდ სახალისო და პროდუქტიულია მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, საუკეთესო საჩუქარია ბავშვებისთვის.

სათამაშოების მაღაზია პეპელა წარმოგიდგენთ ჰოლანდიური ბრენდის „sulban“-ის კონსტრუქტორებს, რომელიც უსაფრთხო და ხარისხიანია.


image


კონსტრუქტორი სათამაშოები ხელს უწყობს:

  • ლოგიკური აზროვნების უნარს;
  • შენების, საკუთარი ხელით შექმნის უნარს:
  • დეტალებზე ორიენტირებულობას;
  • საქმეზე კონცენტრაციის უნარს;
  • საკუთარი იდეების გენერირებას;
  • საკითხისადმი კრეატიულად მიდგომის უნარს;
  • საფუძველს ჩაუყრის ბავშვის სხარტი აზროვნებისა და შემეცნებისკენ მიდრეკილებას;


1
30
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30
  
2018, 22 დეკემბერი, 1:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1