x
image
alex999
Mediator image
ყველაზე გრძელი ღამე(მზებუდობა) - რა მოხდება და რა უნდა ვიცოდეთ 21 დეკემბრის შესახებ?

21 დეკემბერს ყველაზე გრძელი ღამე გველოდება. როგორც ვიცით, წელიწადი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა: ღვთაებრივი დღე და ღვთაებრივი ღამე. პერიოდი ზამთრის მზებუდობიდან (21-22 დეკემბერი) ზაფხულის ბუნიობამდე ( 21-22 ივნისი) ითვლება დიდ, წლიურ დღედ. ხოლო ზაფხულის ბუნიობიდან ზამთრის მზებუდობამდე, შესაბამისად — დიდი ღამე დგას.


21 დეკემბერი სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის დასაწყისია.


image


21 დეკემბრის შემდეგ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღეები მატულობს, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში იკლებს. აქედან გამომდინარე ჩრდილოეთში ზამთრის მზებუდობას, ხოლო სამხრეთში ზაფხულის მზებუდობას უწოდებენ. გამოდის, რომ საქართველოში ხვალ ყველაზე გრძელი ღამე გველოდება!





ამ დღეს ასევე „კვდება“ მზე ... სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული იბადება. 21 დეკემბერს სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები: გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე ნაგვისგან, სიძველისგან, არასასურველისგან. დაწერეთ ფურცელზე ყველა ემოცია, რომელიც რაღაც უსიამოვნოსთანაა დაკავშირებული, შემდეგ კი დაწვით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალოდ ხალხის მიერ გამოგონილი გამოთქმაა, თუმცა ალბათ მაინც უნდა ვცადოთ...


image



სხვა მზებუდობის თარიღები:


21 მარტის მზებუდობა - ამ დღეს დღე და ღამე თანაბრდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დადგომას ზეიმობენ, ხოლო სამხრეთში შემოდგომა იწყება.


21 ივნისის მზებუდობა - ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. ამ დღის შემდეგ, ღამეები მატულობს.


23 სექტემბრის მზებუდობა - 21 მარტის მსგავსად, დღე და ღამე თანაბრდება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული იწურება და ზამთრისკენ მიიწევს, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი იწურება და იწყება მზადისი ზაფხულისთვის.


image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


როგორი იქნება 2019 წელი ვერძებისთვის?

ადამიანის სხეულის ბუნებასთან შერწყმა - 30 ფოტო, მონიკა კარვალიოს შესრულებით

კლეოპატრა VII - 5 სიმართლე ეგვიპტელი დედოფლის შესახებ!

9 წესი, რომლის დაცვაც სამეფო ოჯახის ორსულ რძალს მოუწევს!

"ზონა 51" - რის დამტკიცებას ცდილობს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ბოიდ ბუშმანი?

0
1819
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1819
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0