x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83759
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441841
9 წესი, რომლის დაცვაც სამეფო ოჯახის ორსულ რძალს მოუწევს!

მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა ტორონტოში ცხოვრობს. მარკლი სწავლობდა დაწყებით კერძო სკოლაში, შემდეგ კათოლიკურ კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ Northwestern University-ს კომუნიკაციების კოლეჯში გააგრძელა სწავლა. მისი კარიერაც სწორედ აქედან იწყება.


აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლის მამა 80-იანი წლების შოუ Married-ის კინემატოგრაფი იყო. მეგანი ტელევიზიით პირველად 2002 წელს სამედიცინო დრამა General Hospital-ში გამოჩნდა, 2017 წლის სექტემბერში მარკლმა ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ ის და პრინცი ჰარი იყვნენ "ორი ბედნიერი და შეყვარებული ადამიანი". მეგან მარკლი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კერძოდ, მას Instagram-ზე 1, 9 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო Twitter-ზე 350 000.
მეგან მარკლი მსახიობის კარიერასთან ერთად, World Vision Canada-ის მსოფლიო ელჩი გახდა.



მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ამ წელს დაქორწინდნენ, ამით მარკლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რძალი გახდა. მარკლი ფეხმძიმედაა და უკვე მშობიარობის მოლოდინშია, თუმცა არის ისეთი რაღაცები, რომელიც მეგანს სამეფო ოჯახში ორსულობისას ეკრძალება. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს:


image






Baby shower წვეულების გამართვა


image


Baby shower -ის სახელწოდების წვეულებაზე, მშობიარობის პირას მყოფ დედას მეგობრები სტუმრობენ და მომავალი ჩვილისთვის სხვადასხვა საჩუქრებს ჩუქნიან. ეს წვეულება განსაკუთრებული პოპულაროლობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ბრიტანეთში, სამეფო ოჯახში წესების თანახმად, აკრძალულია. მიზეზად სახელდება სამეფო ოჯახის სიმდიდრე, რომ მათ არ სჭირდებათ სხვისი საჩუქრები, ვინაიდან დამოუკიდებლად შეუძლიათ უზრუნველყონ მშობიარობის შემდეგ, ჩვილთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.





საზღვარგარეთ გასვლა


image


სამეფო ოჯახის წესების თანახმად, ორსულ დედას ეკრძალება საზღვარგარეთ გასვლა, რადგან ოჯახი დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე, მარკლი ვერ შეძლებს მშობლიურ აშშ-ში გაფრენას.





ბავშვის სქესის გამოაშკარავება


image


მეგობარი, ნათესავი თუ სოციალური მედია... არავის არ აქვს წვდომა, რომელი სქესის წარმომადგენელი იქნება სამეფო ოჯახის მომავალი პატარა. თვით მარკლიმ და პრინცმაც კი არ იციან ამის შესახებ. ეს რიტუალი პრინცესა დაიანამ დაარღვია, თუმცა პრინც ჩარლზს მაინც არ შეატყობინა.





მშობიარობას აუცილებლად უნდა დაესწროს ბებიაქალი!


image


კეიტ მიდლტონის მსგავსად, მეგან მარკლიც საავადმყოფოში იმშობიარებს. ექიმების და ექთანების გარდა, სამეფო ოჯახის წესების თანახმად, მშობიარობას ბებიაქალებიც უნდა დაესწრნონ. ამ ბებიაქალებს ევალებათ კონფიდენციალურობის ფიცზე ხელის მოწერა.





ეკრძალება დეკოლტეები


image


ორსულობის პერიოდში პრინცესას ეკრძალება ისეთი ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც სხეულის ფორმებს თვალსაჩინოს ხდის. არანაირი დეკოლტე და მოკლე კაბა!





ისეთი ფეხსაცმელების ჩაცმა, რომელშიც ფეხის თითები ჩანს!


image


ორსულობის პერიოდში, მარკლი ვალდებულია, რომ ჩაიცვას დახურული ფეხსაცმელი. ოჯახის წესების თანახმად, აკრძალულია ისეთი ფეხსაცმელების ჩაცმა, რომელშიც ფეხის თითები ჩანს, ეს აკრძალვა განაპირობებულია იმით, რომ ორსულობის პერიოდში ქალებს ფეხები და ფეხის თითები უსივდებათ...





მშობიარობის შესახებ პირველმა დედოფალმა უნდა შეიტყოს!


image


სამეფო ოჯახის წესების თანახმად, ელიზაბედ II იქნება პირველი, რომელიც შეიტყობს შვილიშვილის დაბადებას პირველი! ამის შესახებ ექიმები უკვე გაფრთხილებულები არიან, მათ სასიხარულო ამბავი ჯერ დედოფალს უნდა ამცნონ.





ახალშობილს სურვილისამებრ ვერ ჩააცმევენ!


image


სამეფო ოჯახში არსებობს სპეციალური ნათლობის ჩასაცმელი, რომელიც ყველა ახალშობილს უნდა ჩააცვან. აქედან გამომდინარე, ჰარის და მარკლის პატარასაც მოუწევს ამ ნათლობის სამოსის ჩაცმა.





მინიმუმ 6 თვით უნდა აიღოს დეკრეტული შვებულება!


image


მარკლის თავისუფლება მაქსიმალურად შეეზღუდება. მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მას ეკრძალება ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრება. გარდა ამისა, პრინცი ჰარიც დროებით უფასო შვებულებაში გავა. მარკლიმ ჩვილი 6 თვის განმავლობაში უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 8 ცნობილი ვეგეტარიანელი და მათი აზრი ხორცის მოხმარების შესახებ...

2. "ქალიშვილი სარძლო" - სუდანში, მშობლებმა საკუთარი 17 წლის ქალიშვილი გაყიდეს!

3. გატაცება, სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა - ცნობილები, რომლებსაც გულშემატკივრებმა სიცოცხლე ჩაუმწარეს!

4. უკვდავი სიყვარული...

5. სიყვარულის დიდება!

6. კომიქსების შემქმნელი, მსოფლიოდ ცნობილი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა!

7. როგორია საკვების მომზადება -70 გრადუსზე - ანტარქტიდა

1
386
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
386
  
7 დეკემბერი, 1:33
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1