x
image
alex999
Mediator image
მსოფლიო წესრიგისა და ჭეშმარიტების ქალღმერთი - მაატი (ეგვიპტური მითოლოგია)

მაატი - მსოფლიო წესრიგისა და ჭეშმარიტების ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში.

image


მაატს გამოსახავდნენ ბუმბულით თავზე, რაც მისი როგორც ქალღმერთის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან ბუმბული ეგვიპტურ სიმბოლიკაში სიმართლისა და უცოდველობის სიმბოლოდ აღინიშნება. მაატი იმ ეგვიპტური ღმერთების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მთელ ეგვიპტეში ერთნაირად ეთაყვანებოდნენ და რაიმე კონკრეტულ ადგილთან არ არიან დაკავშირებულნი.


image


მაატი ეგვიპტელების წარმოდგენით იყო ღვთაების მიერ შექმნილი კოსმოსური ჰარმონიის პერსონიფიცირება. დემიურგის (ანუ სამყაროს შემოქმედის) მიერ სამყაროს შექმნა აღიქმებოდა, როგორც წესრიგის დამყარება და პირველყოფილი ქაოსის გაუქმება, ანუ „მაატის დამყარება“.



image



მაატი ერთადერთი ქალღმერთია, რომელიც ტურინის სამეფო პაპირუსშია აღნიშნული ეგვიპტის პირველ 10 მმართველ ღმერთს შორის, რაც მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.


image





მანუსკრიპტების მიხედვით, ეგვიპტეშისამეფო წესრიგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო, ფარაონებს მაატთან განსაკუთრებული კავშირი და მისი დაცვა ევალებოდათ. ამდენად, მაატის კონცეფცია ეგვიპტის ეთიკის ძირითად რგოლს წარმოადგენდა. ქვეყნის მთავარი ვეზირიც V დინასტიიდან მაატის ქურუმად ითვლებოდა, მოსამართლეები ყელზე მაატის გამოსახულებას ატარებდნენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ ქურუმები ღვთაებას მაატის ფიგურას „უწვდიდნენ“ იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ღვთაების მიერ დედამიწაზე დამყარებულ წესრიგს. მითოლოგიის მიხედვით, დარბაზს, სადაც მიცვალებული ოსირისის სამსჯვაროზე წარსდგებოდა „ორი მაატიის“ დარბაზი ერქვა. ასევე მნიშვნელოვანია მაატის სიმბოლო - ბუმბული, რომლითაც მიცვალებულის უცოდველობას ამოწმებდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანი კავშირი იყო მაატსა და ოსირისს შორის, რომელსაც მაატის ბატონს ეძახდნენ. ოსირისის გარდა მაატი დაკავშირებულია მზის ღვთაება რასთან, XVIII დინასტიიდან კი მაატი რას ქალიშვილად მოიხსენიებოდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მაატი იყო თოტის ცოლი, თუმცა აღნიშნულზე ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ყველა სპეციალისტი არ იზიარებს ამ მოსაზრებას.

































Სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<





რომელ დაავადებებს ებრძოდნენ მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანები?


image





როგორი წარმოგიდგენიათ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასახლეები? - წარმოგიდგენთ ტოპ ხუთეულს

image






უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ

image






სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი

image







კლიმატის სამიტზე გამარჯვებული 7 ფოტო, რომელიც თქვენს ემოციებზე ძლიერად იმოქმედებს

image

































0
162
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0