x
image
alex999
Mediator image
Mediator image
4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს!

თუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე არაა დარჩენილი ისეთი ადგილები, რომელიც აღმოჩენას ელოდება, მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ცდებით! დღეს ვისაუბრებთ 4 ადგილზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს...


image










მარიანას ღრმული

image


მარიანას ღრმული მდებარეობს წყნარი ოკიანის დასავლეთ ნაწილში, მარიანას კუნძულებთან, საიდანაც წარმოიშვა დასახელება. მისი სიგრძე 1500 კმ-ია, ხოლო სიღრმე 11 კმ -ს შეადგენს. ევერესტზე უამრავ ადამიანს აქვს ფეხი დადგმული, მაგრამ მარიანას ღრმულის ფსკერზე არავის დაუდგამს ფეხი. საბჭოთა პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა მიაღწიეს ფსკერს, თუმცა ეს მხოლოდ წყალქვეშა მოწყობილობის საშუალებით მოხერხდა. წნევა ღრმულში 1100 -ჯერ მეტია ვიდრე ატმოსფეროში, 3 ტონა 1კვ/სმ-ზე. ასეთ წნევაზე სიცოცხლე წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც გაირკვა აქ უამრავი უხერხემლო და მოლუსი ცოცხლობს.








მაჩაპუჩარე

image

მაჩაპუჩარე მდებარეობს ჰიმალაის მთებში, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6998 მეტრია. ნეპალურად ადგილს "თევზის კუდი" ჰქვია. ჩანაწერების თანახმად, ამ მთის მწვერვალზე ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. ერთ-ერთ მთამსვლელმა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მწვერვალზე ასვლა, გადაიფიქრა მაშინ, როდესაც მხოლოდ 50 მეტრიღა ჰქონდა დარჩენილი. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ადგილობრივ რწმენას პატივი მიაგო. მოგახსნენებთ, რომ ნეპალელებისთვის ეს წმინდა ადგილია და ადგილობრივი მოსახლეობა მთის მწვერვალზე ასვლას კრძალავს.








სარლაკის მღვიმე

image


კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მღვიმე, მეცნიერმა კეტრინ ჰიკსონმა აღმოაჩინა. ცნობილი მეცნიერის თქმით, ასეთ ადგილზე მღვიმის არსებობა წარმოუდგენელია და მღვიმეს, "ვარსკვლავური ომების" საპატივსაცემოდ სარლაკის მღვიმე დაარქვა. კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მღვიმის სიღრმე 200 მეტრია. როგორც ცნობილია, მღვიმე 20 წლის წინ თოვლის საფარის ქვეშ იყო მოქცეული და ამიტომ ვერ ხერხდებოდა მისი აღმოჩენა. სარლაკის ღრმულის სიღრმეში ჯერ კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს.








გამბურცევის მთები

image


ყინულქვეშა მთები აღმოსავლეთ ანტარქტიდის ცენტრალურ ნაწილში. მთები გავრცელებულია 1200-1300 კილომეტრზე. სიგანე 200-500 კილომეტრი, ცნობილი ყველაზე დიდი სიმაღლეებია 2990 მეტრი და 3390 მეტრი. მათ ზემოთ ყინულის სისქე 600 მეტრს აღწევს. აღმოაჩინა რუსეთის ექსპედიციამ 1958 წელს. სახელი ეწოდა გრიგოლ გამბურცევის პატივსაცემად, რადგანაც აღმოჩენილ იქნა მის მიერ შემუშავებული სიღრმული ზონდერების სეისმური მეთოდით. მთის მწვერვალზე არცერთი ადამიანი არ ასულა, მხოლოდ ტექნოლოგიური მოწყობილობებით შემოიფარგლება მწვერვალის დალაშქვრა. სამწუხაროდ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, მთა ნელ-ნელა დნება.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



მამაკაცმა ტყეში კოტეჯი იპოვა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შოკისმომგვრელი რამ მოხდა...

image





21 დღიანი "ტკბილეულის დიეტა"

image





გაბრწყინებული და მდიდრული ცხოვრებით, ცოტა რამ ვინ დიზელის შესახებ!

image





მილიონერი რონალდინიო გაუჩოს მდიდრული ცხოვრება - ეს მას ეკუთვნის

image





გაფუჭებული ქუჩის კამერის საშუალებით, ქმარმა ცოლი ღალატში გამოიჭირა (+ ვიდეო)

image


0
1528
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0