x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82966
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
თაფლობისთვე ზეციურ სასუფეველში-ამერიკელი წყვილი ქორწილიდან 1 საათში დაიღუპა(ვიდეო)

imageტეხასელი ახალგაზრდები, უილ ბაილერი და ბეილი აკერმან-ბაილერი ქორწილიდან ერთ საათში დაიღუპნენ.


საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ წყვილმა ვერტმფრენით გასეირნება გადაწყვიტა, რომელიც ჩამოვარდა დაბა იუვალდეს მახლობლად, ქალაქ სან-ანტონიოდან 135 კილომეტრში.


ნაციონალური ტრანსპორტის უსაფრთხოების გამომძიებელმა გრეიგ ჰეტჩმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა აფრენიდან 5-10 წუთში. საფრენი აპარატის ნამსხვრევები 4 ნოემბერს აღმოაჩინეს, ჯერჯერობით კატასტროფის მიზეზი უცნობია.

image

Bell 206B -ის მარკის ვერტმფრენმა ჩამოვარდისას მიწაზე 100 მეტრის სიგრძის კვალი დატოვა.


გვამების და ვერტმფრენის ნამსხვრევების გამოტანას დრო უნდა, რადგან შვეულმფრენი ძნელად მისადგომ ადგილზე, მთაზე ჩამოვარდა, ცენტრალური გზიდან 6-7 კილომეტრის დაშორებით.


ახალდაქორწინებული წყვილი ტეხასის სემ ჰიუსტონის უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლობდა.

image

ვიდეო:წყვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები ვერტმფრენის კატასტროფამდე


0
327
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0